არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

6 მეთოდი, გავარკვიოთ ჭამის მანერით, როგორი იქნება მამაკაცი საწოლში

გაინტერესებთ, როგორი იქნება მამაკაცი ლოგინში? დააკვირდით, როგორ ჭამს ან რა დამოკიდებულება აქვს მას საკვების მიმართ! რადგან ჭამასა და სექსს შორის ბევრი რამ არის საერთო.

ის ხარბად, სულ რამდენიმე წუთში შთანთქავს საჭმელს?

ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორი იქნება ასეთი მამაკაცი საწოლში. შესაძლოა, თავადაც ვერ მოასწროს სიამონების მიღება, რადგან მისთვის მთავარია – სწრაფად მიიღოს შვება. სად სცალია გემოს შესაგრძნობად, ოღონდ სწრაფად მოიხსნას დაძაბულობა.

ის ჭამის დროს კითხულობს ან უყურებს ტელევიზორს?

ასეთ მამაკაცს ინფორმაცია უფრო აინტერესებს, ვიდრე გემო. სავარაუდოდ, ის სექსის დროსაც სხვა რამეზე ფიქრობს. და თუ ამ ფიქრის თემა სხვა ქალია, მაშინ არც ისე ცუდად არის საქმე. სავსებით შესაძლებელია, ის ფიქრობდეს, მაგალითად, დოლარის კურსზე ან იმაზე, თუ რა ფერად აჯობებს შეღებოს ჭერი. ამიტომაც ის ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია ჭამისგან სიამოვნების მიღება და კონცენტრაციის საკვებზე მოხდენა, დიდი შანსია, რომ სექსის დროსაც ვერ დატკბეს პარტნიორით.
ის ჭამს, რაც ხელში მოხვდება და საერთოდ არ უფიქრდება, რისი ჭამა უნდა სინამდვილეში.
სექსუალური პარტნიორის შერჩევისასაც ასე იქნება – ის თანახმა იქნება იმაზე, ვინც პირველი შეხვდება. სამაგიეროდ, როგორ სექსსაც "მიართმევ", კმაყოფილი იქნება, არ იწუწუნებს.

ის გამართულად და ძალიან ფაქიზად მიირთმევს

თუნდაც, ამ დროს უხერხულობას განიცდიდეს, ის მაინც ზედმიწევნით დაიცავს ჭამის წესებს, გამოიყენებს ყველა ჩანგალს, დანას და სხვა სუფრის ატრიბუტს, ასევე, შეასრულებს ყველა საჭირო რიტუალს და ეტიკეტს. და ბოლომდე შეჭამს თავის ულუფას, თუნდაც აღარ უნდოდეს, მაინც. საწოლშიც ის ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც ასწავლეს. და თუნდაც სიამოვნება ვერ მიიღოს, მაინც კმაყოფილი იქნება, რომ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც საჭიროა.

ის ჭამას მაქსიმალური ეფექტურობით უდგება

ითვლის კალორიებს, ცილებისა და ნახშირწყლების რაოდენობას; ახსოვს, რაშია მეტი კალცი, სად – მაგნიუმი და სად B ჯგუფის ვიტმინები, რომელი პროდუქტი რომელთან არ უნდა მიირთვას და რომელი უნდა შეავსოს აუცილებლად ცხიმით? თუ გნებავთ, შეამოწმეთ – სექსშიც ის მეტი სარგებლის ძიებას დაიწყებს, ზედმიწევნით აირჩევს პოზებს, სადაც, მაგალითად, მეტად მუშავდება პრესი ან რომელში დაიწვება მეტი კალორია. ხოლო სიამოვნებას ის მხოლოდ მაშინ განიცდის, როცა სასწორი მინუს კილონახევარს აჩვენებს.

ჭამის დროს ის მთლიანად საკვებზეა კონცენტრირებული

ის აუჩქარებლად კბეჩს და დიდხანს ღეჭავს. ხანდახან სიამოვნებისგან თავლებსაც კი ხუჭავს, მისი სახე სიამოვნებისგან გაბადრულია და ვერაფერი მიიქცევს ამ გასტრონომიული ორგაზმის დროს მის ყურადღებას. დანაყრებული კი, გაწევს თეფშს, სიამოვნებით მიეყრდნობა სკამის საზურგეს და გონებაში მადლობას გადაუხდის მზარეულს საჭმლისთვის, ტრაპეზისთვის და საერთოდ – ცხოვრებისთვის. ის სექსშიც ზუსტად ასე მოიქცევა: აირჩევს საუკეთესო პარტნიორს, იზრუნებს დროსა და ადგილზე, ორგანიზებას გაუკეთებს გარემოს და იქ მთლიანად მიეცემე სიამოვნებას: დატკბება ყოველი მოძრაობით, შეხებით, ხმით და უდიდეს სიამოვნებას იღებს ამ ყველაფრისგან თავადაც და მისი პარტნიორიც.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი