არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

5 მავნე მითი შენს თმაზე

ყოველ დღე იბან თავს შამპუნით? გჯერა, რომ სტრესი აჩენს ჭაღარას? მოვიდა დრო, დავამსხვრიოთ ეს სტერეოტიპები, რომ საბოლოოდ გაიგო რა არის ქერტლი, როგორ უნდა დაიბანო თავი და შეიძლება თუ არა გამელოტების თავიდან აცილება.

მითი №1: ქერტლი — ეს უბრალოდ მშრალი კანია
სამწუხაროდ, შამპუნების რეკლამები გატყუებენ. ქავილი და ქერტლის ფიფქები სულაც არ არის გამოწვეული კანის სიმშრალით, ხშირად პირიქითაა. ქერტლის გაჩენა სოკო და საფუარია, რომელიც მშვენივრად გრძნობს თავს შენი თავის კანში.

ვრცელი სტატია ქერტლის და მისი თავიდან აცილების შესახებ იხილე ბმულზე.

მითი №2: გამელოტება გენეტიკურია
ფაქტია, რომ გამელოტების 80% განპირობებულია მემკვიდრეობით, თუმცა, ნუ ჩქარობ წინაპრების დადანაშაულებას. კანადელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თმის სიხშირეზე დიდ ზეგავლენას ახდენს რამოდენიმე გენი (რა თქმა უნდა, მათი უმეტესობა დედისგან მიიღე), თუმცა, შემთხვევის დანარჩენი 20% დამოკიდებულია ეკოლოგიაზე, სხვადასხვა დაავადებაზე (მათ შორის ვენერიულ დაავადებებზე), კალციუმისა და D-ვიტამინის ნაკლებობაზე. ამიტომ, 45 წლის შემდეგ, როცა ორგანიზმიდან ხდება მარაგების გამოფიტვა, ასევე ხდება ტესტოსტერონისა და DHT -ენზიმის კომბინაცია.

მითი №3: შამპუნით თმის დაბანა აუცილებელია ყოველ დღე
ხშირად შამპუნით თმის დაბანა უფრო მავნებელია, ვიდრე სასარგებლო. თუ მამაკაცს აქვს თხელი თმა, რომელიც ძალიან მალე ბინძურდება, მისთვის თმის დაბანა აუცილებელია ყოველ დღე, ხოლო დანარჩენებისთვის ეს პროცესი კვირაში 2-3-ჯერ დაბანას არ უნდა აღემატებოდეს. ზედმეტმა შამპუნმა შესაძლოა საბოლოოდ გაანადგუროს თავის კანში არსებული ქონიანი ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფენ ცხიმიან სეკრეციას, რომლის მეშვეობითაც შენი თმა ბზინვარებს და ჯანსაღად გამოიყურება.

მითი №4: ჭაღარა გამოწვეული სტრესით
დიახ, სტრესი დიდი ზიანის მომტანია ორგანიზმისთვის და მას მართლა შეუძლია გაგხადოს ჭაღარად ერთ ღამეში, თუმცა, ჭაღარის გამოჩენა ადრეულ ასაკში დაკავშირებულია გენეტიკურ ფაქტორებთან. ასევე, თუ ჭაღარავდები 45 წლამდე ეს შეიძლება დამოკიდებული იყოს ჰორმონალურ სისტემაზე, ამიტომ აუცილებლად უნდა მიმართო ენდოკრინოლოგს და ჰკითხო, თუ რატომ ხდება ფერმენტების გამოფიტვა ორგანიზმიდან.

მითი №5: შამპუნები ხელს უწყობს თმის ცვენის შეჩერებას

მტკნარი სისულელე. არასდროს აჩერებენ თმის ცვენას, არამედ პირიქით — 45 წლამდე თმის ცვენის შემთხვევათა 10% დაკავშირებული შამპუნებზე, ხოლო დანარჩენი 90% ჰორმონებსა და ეკოლოგიაზე. ანუ, თუ მიმართე ენდოკრინოლოგს და ყველაფერი რიგზეა, მიმართეთ თერაპევტს, ის სავარუდოდ დაგინიშნავს საწვეთურს და ქალაქგარეთ დასვენებას.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი