არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

2015 წლის ყველა რესურსი ამოწურულია - 14 აგვისტოდან მოსახლეობა ჩვენს პლანეტაზე „ვალით“ ცხოვრობს

2015 წლის 14 აგვისტოდან დედამიწის მოსახლეობა ჩვენს პლანეტაზე „ვალით“ ცხოვრობს — The Guardian ამ ინფორმაციას Global Footprint Network-ის მეცნიერთა ჯგუფის მიერ გაკეთებული დასკვნის საფუძველზე აქვეყნებს.

70-იანი წლებიდან Global Footprint Network აწარმოებს დაკვირვებას პლანეტა დედამიწის ეკოსისტემის მიერ ადამიანისათვის წლის განმავლობაში გამოყოფილ რესურსებზე. მათი აზრით, დღეისათვის კაცობრიობა ერთი წლის განმავლობაში იმაზე მეტ რესურსს იყენებს, რისი აღდგენაც ბუნებას საკუთარი ძალებით ძალუძს. ისინი აცხადებენ, რომ დედამიწის მოსახლეობამ, სიცოცხლისათვის აუცილებელი 2015 წლის ყველა რესურსი 7 თვესა და 13 დღეში ამოწურა და ეს წელს 6 დღით ადრე მოხდა, ვიდრე წინა 2014 წელს. მეცნიერების აზრით, სამომავლოდ ამ „ვალის გადახდა“ კაცობრიობას ძალიან გაუჭირდება.

რესურსების გამოყენების ნორმას მეცნიერები სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით ითვლიან — მავნე ნივთიერებები, რომელიც ატმოსფეროსა თუ დედამიწის ზედაპირზე ვრცელდება, ტყეების განადგურების ტემპი, ცხოველთა სამყაროსა და თევზების განადგურება და სხვ. შემდეგ ხდება ამ მონაცემის შედარება პლანეტა დედამიწის უნართან, დამოუკიდებელი ძალისხმევის გარეშე გადაამუშავოს ზედმეტი ნახშირწყალბადი თუ სხვა მავნე ნივთიერებები, გაზარდოს ახალი ხეები და შეავსოს ცხოველთა სამყარო.

ექსპერტების გამოთვლით, ამჟამად კაცობრიობა 1,6-ჯერ მეტ რესურსს მოიხმარს, ვიდრე დედამიწას შეუძლია მისცეს ადამიანს, ეკოსისტემისთვის ზიანის მიყენების გარეშე. მათივე თქმით, 15 წელიწადში ეს კოეფიციენტი 2-მდე გაიზრდება. თუმცა, არსებობენ ქვეყნები, მაგალითად დიდი ბრიტანეთი, რომლებიც ამჟამად 3-ჯერ მეტ რესურსს მოიხმარენ.

ზოგიერთი მეცნიერი უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ კაცობრიობამ უკვე იმხელა ზიანი მიაყენა ეკოსისტემას, რომ მისი უკან შემობრუნება შეუძლებელი იქნება. მაგალითად, არსებობს მოსაზრება, რომ ამაზონის აუზის ტყეები, რომელთაც გლობალური მნიშვნელობა აქვთ, 40 წლის შემდეგ საერთოდ აღარ იარსებებს, ხოლო ეს ფაქტი შეამცირებს მცენარეთა მიერ ზოგადად დედამიწაზე არსებული ნახშირორჟანგის ჟანგბადად გარდაქმნის შესაძლებლობას და დააჩქარებს დედამიწაზე კლიმატური პირობების გაუარესებას.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი