არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

15 გენიალური რჩევა ჯენიფერ ლოპესის კოსმეტოლოგისგან!

ექიმ-დერმატოლოგსა და კოსმეტოლოგს, ჰაროლდ ლანსერს საკუთარ სახეებს ანდობენ ჯეი ლო, ბიონსე, რიზ უიზერსპუნი, სკარლეტ იოჰანსონი და მიშელ უილიამსი – სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება. ალბათ, მიხვდებით, რომ მისი რჩევები საკმაოდ ფასეულია. ამიტომაც გირჩევთ, არ უგულებელყოთ ისინი:
1. მოასწარი 60 წამში
წაისვი დამატენიანებელი საშუალება დაბანის დასრულებისთანავე. დაბანიდან 60 წამში წყლის თხელი ფენა გაქრება და კანი სითხის დაკარგვას დაიწყებს.

2. ნუ დალევ ეპილაციის წინ

უცნაურად ჟღერს, მაგრამ წლებით გამოცდილია, რომ თუკი ბოკალ ღვინოს ან კოქტეილს ეპილაციის წინ დალევ, პროცესი ბევრად მტკივნეული და ნაკლებად ეფექტური იქნება.

3. ნუ დაკრიჭავ კბილებს

შენდაუნებურად კბილების ერთმანეთზე დაჭერით საკუთარ თავს დათვურ სამსახურს უწევ, თანაც რამდენიმეს: იფუჭებ კბილებს, იჩენ ტუჩის კუთხეებში ნაოჭებს და იფუჭებ სახის ოვალს. ჰო, მართლა, თუკი ძილში კბილებს აკრაჭუნებ, შეიძინე სპეციალური სილიკონის აღვირი – ისეთი, მოკრივეებს რომ აქვთ, ოღონდ უფრო რბილი. თანდათანობით ჩვევა გაგიქრება!

4. დაისველე თმა ბანაობამდე

სანამ აუზში ან ზღვაში ჩახტებოდე, თმა სასმელი წყლით დაისველე. ასე მას მარილიანი წყლისა და ქლორის ზემოქმედებისგან დაიცავ.

5. არაჟანი რუჯის შემდგომ წასასმელი საუკეთესო კრემია

ეს რეცეპტი რუსი კოლეგებისგან შევიტყე, თანაც მიამბეს, როგორც ანეკდოტი. მაგრამ მე გადავამოწმე – ეს მართლაც გენიალურია! არაჟანი საკმარის ცხიმს შეიცავს იმისათვის, რომ დაარბილოს კანი, რძემჟავა აგრილებს კანს და ამშვიდებს მას და არანაირი მზის ალერგია! წაისვი არაჟანი გარუჯულ კანზე, გაიჩერე 20-30 წუთი და ჩამოიბანე გრილი წყლით.

6. არ გამოიყენო ბამბის ტამპონები

თუკი არ გიყვარს ტონალური კრემის თითით წასმა (არადა, თითით წასმა საუკეთესოა), გამოიყენე სქელი სპონჟი ან ფუნჯი. იმავეს თქმა შეიძლება სახის ტონიკზეც: უმჯობესია, დაისხა ხელისგულზე და ისე შეისხა სახეზე. ბამბა იმაზე მეტ საშუალებას იწოვს, ვიდრე გასცემს და ეს სულ ტყუილი ხარჯია.

7. გამოიყენე პრაიმერი (ბაზა)
ქიმიური შემადგენლობით ნეიტრალური ბაზა ხელს შეუშლის კანის გამოშრობას, რომელსაც ტონალური საშუალებები იწვევს. თუკი კანი ცხიმიანია, პრაიმერი დაიცავს ფორებს, რათა მათში არ მოხვდეს ტონალური კრემის ნაწილაკები და კანის გაღიზიანების რისკი ნაკლები გექნება.

8. დაიბანე ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნით

რა თქმა უნდა, ყოველთვის არა, მაგრამ თუკი სახის კანი გაგიღიზიანდა და სპეციალური საშუალება ხელთ არ აღმოგაჩნდა – დაიბანე სახე ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნით. მისი შოვნა ნამდვილად ყველგან არის შესაძლებელი! ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნის შემადგენლობაში შედის თუთიის პირიტიონი, შესანიშნავი ანთების საწინააღმდეგო ნივთიერება.

9. გაიპარსე მშრალად

სავარაუდოდ, აბაზანის ან შხაპის მიღების დროს წყლის ჭავლის ქვეშ იპარსავ. არ გირჩევ! ბევრად ეფექტური იქნება, დაისკრაბო კანი, შემდეგ კარგად გაიშრო, ოდნავ გაჭიმო და ფაქიზად გაიპარსო მშრალზე. შემდეგ, რა თქმა უნდა, წაისვა კრემი. გაღიზიანება ნაკლებად გექნება და თმაც არ ჩაგიბრუნდება.

10. დაიბანე თმა სოდით

თუკი მნიშვნელოვანი საღამოსთვის რთული ვარცხნილობა გქონდა გაკეთებული თავისი გელებით, მუსებითა და ლაკით, მისი უბრალოდ დაბანა საკმარისი არ იქნება. დაუმატე ჩვეულებრივ შამპუნში (იმდენში, რამდენსაც ერთ დაბანაზე გამოიყენებ) ერთი ჩაის კოვზი საჭმელი სოდა: ის ზედმიწევნით კარგად ჩამოგაშორებს თმის დასაყენებელი საშუალებების ნარჩენებს და თმას ცოცხალ იერს დაუბრუნებს.

11. გაიხეხე კბილები საუზმემდე

ასე შენ არ შეჭამ მთელი ღამის განმავლობაში პირის ღრუში დაგროვილ ბაქტერიებს. დავაკვირდი, რომ იმ პაციენტების კანი, რომლებიც კბილებს საუზმემდე იხეხავენ, ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე მათი, ვინც ამ საკითხს შემდეგისთვის გადადებს ხოლმე.

12. მხოლოდ და მხოლოდ ოთახის ტემპერატურის წყალი

დაიბანე პირი, მიიღე შხაპი და სვი მხოლოდ ოდნავ თბილი წყალი. ჰო, თავდაპირველად ცოტა გაგიჭირდება ასეთი წყლით დაბანა, მაგრამ შემდეგში მიეჩვევი და კანი ამისთვის უდიდეს მადლობას გადაგიხდის. მენდე.

13. ნუ იყიდი ტონალურ კრემს SPF-ფაქტორით

თუკი შენი დღის კრემი შეიცავს SPF-ს, მაშინ აღარ გჭირდება მზისგან დამცავი ტონი. ეს ნივთიერება კრემის ტექსტურას უფრო სქელს ხდის, სქელი კრემი კი კანზე დატვირთვას ახდენს. იდეალური ვარიანტია BB ან CC კრემი: მოვლაც არის, დატენიანებაც და იდეალური დაფარვაც.

14. შეიძინე ქოქოსის ზეთი

ეს არის საუკეთესო კრემი ტანისთვის, იდეალური ნიღაბი სახისთვის და სუპერსაშუალება თმისთვის.

15. მოაწყვე განტვირთვის დღე

მხედველობაში მაქვს ერთი დღე მაკიაჟის გარეშე. მხოლოდ დატენიანება, კვება და დაცვა. თუნდაც კვირაში ერთი დღე.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი