არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

ტოიოტამ ახალი Land Cruiser 200 V8 წარმოადგინა!

”ტოიოტამ” თავისი უგზოობის ფლაგმანი, Land Cruiser V8 განაახლა. განახლებული დიზაინი, კომფორტისა და უსაფრთხოების ახალი ტექნიკა — სიახლეები იმდენია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ფეისლიფტზე მეტია.
დიდი ”ლენდ კრუიზერის” ბოლო ფეისლიფტი 2012 წლით თარიღდებოდა. თავიანთი ოფროუდ-ფლაგმანი იაპონელებმა Lexus LX 570-თან ერთად განაახლეს (მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი სწორედ ”ლენდ კრუიზერის” ბაზაზეა აწყობილი). განახლებულ მოდელში მთავარი სიახლე უსაფრთხოების სისტემების ახალი პაკეტია.
საქმე ისაა, რომ Land Cruiser 200 V8 პირველი ”ტოიოტაა”, რომელმაც ე.წ. Toyota Safety Sense P მიიღო, მომავალში კი უსაფრთხოების ასისტენტ-სისტემების ეს პაკეტი ”ტოიოტას” სხვა მოდელებშიც გამოჩნდება. პაკეტში შედის შეჯახების თავიდან აცილების სისტემა ფეხით მოსიარულეების ამოცნობის ფუნქციით, ახალი რადარული კრუიზკონტროლი, ავტომატური შორსმაშუქი განათება და ა.შ. Multi-Terrain-Monitor-ეკრანი ამიერიდან მანქანის ქვემოთ დამონტაჟებული კამერის სურათსაც უჩვენებს, რათა უგზოობაზე გადაადგილებისას აკონტროლოთ, რა ხდება ავტომობილის ქვეშ.
ინტერიერში სიახლეა ახალი, 4,2-დუიმიანი TFT-ეკრანი ინსტრუმენტებს შორის. გარდა ამისა, ახლებურადაა დალაგებული ჩამრთველების ჯგუფები. 6 კლასიკური ანალოგური ინსტრუმენტის ფონი LED-განათებითაა წარმოდგენილი. ტყავის პაკეტი 4 ფერშია ხელმისაწვდომი და გარდა ამისა, მოდელების მიხედვით კლიმატიზირებადი სავარძლების შეკვეთაც შესაძლებელია. მულტიმედიის ეკრანი კი უკვე 9-დუიმიანია. ცვლილებებს ექსტერიერის დიზაინშიც შეამჩნევთ: მაშუქების ახალი დიზაინი, შეცვლილი კაპოტი, წინა ფრთები, ახალი ცხაურა და წინა ბამპერი.
ამძრაობის თვალსაზრისით ძირითადად ნაცნობ ტექნიკას ვხვდებით. სიახლეა დიზელის 4,5-ლიტრიანი Biturbo V8-ძრავა, რომლის სიმძლავრე 272 ცხენის ძალამდე გაიზარდა, ბრუნის მომენტი კი 650 ნმ გახლავთ. გადაცემათა კოლოფი? 6-საფეხურიანი ავტომატიკა. ეს ავტომობილი საქართველოში იმდენად პოპულარულია, რომ ორი აზრი არ არსებობს — განახლებულ მოდელზე უდიდესი მოთხოვნა იქნება.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი