24.08.2015 22:43
პაპუა ახალ გვინეაში კანიბალიზმში ეჭვმიტანილი 54 ადამიანი დააკავეს
პაპუა ახალ გვინეაში კანიბალიზმში ეჭვმიტანილი 54 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია ადგილობრივ გაზეთ National-ზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ცნობით, სპეცოპერაცია ქვეყნის დასავლეთ პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ სოფელში დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩატარდა. სპეცოპერაციაში 35 სამხედრო და პოლიციელი მონაწილეობდა.
"პირველ რიგში ეს არის კანიბალიზმის და საი დუმლო რელიგიური კულტების გავლენის გავრცელება, რომლებიც რიტუალური თავის კვეთის პრაქტიკას გადიან", — განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა. კანიბალიზმი პაპუა ახალი გვიანისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. 2012 წლის ზაფხულში კანიბალების სექტამ ქყვეყანაში არჩევნების ჩაშლა შეძლო.