06.09.2015 00:21
ხუთი მომაკვდინებელი პროდუქტი, რომელთა მიღებაც რეკომენდირებული არ არის (5 ფოტო)
1. ალბათ დაუჯერებელია, რომ ჩვენ საყვარელი ხილის — ალუბლის შემცველობაში დიდი რაოდენობით ციანიდი შედის, რაც არც თუ ისე სახარბიელოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მისი მცირე რაოდენობით მიღება, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ,მაგრამ თუკი განსაზღვრულ რაოდენობას გადავაჭარბებთ, ამით ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემებს შევუქმნით. სისუსტე, თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება, ყველაფერი ეს, თანმდევი პროცესებია.
2. მიწის თხილს ბევრი გამოყენება აქვს. ეს იქნება მოხალული მიწისთხილის კარაქი თუ ბანანის სენდვიჩები. თუმცა, ამერიკელი მოქალაქეები თამამად აღიარებენ, რომ ეს გემრიელი პარკოსანი მცენარე იწვევს მწვავე ალერგიულ ფორმებს. 3.3 მილიონი ადამიანი შეძლებისდაგვარად ებრძვის ალერგიას და წლიდან წლამდე, შიშის ქვეშ ცხოვრობს.
3. თუკი ნამიბიას ეწვევით, თქვენ აუცილებლად მოგიწევთ გასინჯოთ მათი ტრადიციული დელიკატესი, ერთი დიდი უწყინარი გომბეშო, რომელიც უვნებლობით ვერ დაიკვეხნის. საკვებად ვარგისი, უფროს წორად კი, უსაფრთხო რომ იყოს, ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მთელი რიგი წესების დაცვით უნდა მომზადეს, რადგანაც, გომბეშოს ეს სახეობა, რომელიც ერთთავად დელიკატესიცაა, დიდი რაოდენობით შეიცავს შხამს, შესაბამისად მომწამვლელია და საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის.
4.პატარა, გემრიელი მოლუსკები, ჩინური სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. რაში მდგომარეობს მათი მავნებლობა? მოლუსკების ერთ-ერთი სახეობა, რომელიც სისხლიანი მოლუსკების სახელითაა ცნობილი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იწვევს ჰეპატიტს და სწორედ ამიტომ, მათი გამოყენება, 1988 წლიდან აკრძალული იყო. ახლა კი ეს სახეობა, ჩინური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და თვალსაჩინო წევრია .
5. იაპონური ფუგუ. ის ალბათ უწყინარად გამოიყურება, როცა ზღვის ტალღებსაა მინდობილი, მაგრამ ზღვის ბინადარი ეს თევზი, თავისი ხორკლიანი, სახასიათო კანით, აუცილებლად შეიწირავს თქვენს სიცოცხლეს, თუ სათანადო ნორმებს არ დაიცავთ მისი მომზადებისას, რადგან მისი ორგანიზმი შეიცავს დიდი რაოდენობით ტეტროდოტოქსინის შხამს, რაც დამერწმუნეთ,ნამდვილად მომაკვდინებელია.