არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

ანჯელინა ჯოლი 37კგ-ს იწონის - მისმა ფოტომ ინტერნეტსივრცე შეძრა (ფოტო)

მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზედ ქალად აღიარებული, ჰოლივუდის ვარსკვლავის, ანჯელინა ჯოლის ფოტომ მისი თაყვანისმცემლები და სოციალური მედია შეძრა. მსახიობი ავადმყოფურად გამხდარია.

დასავლური მედია ანჯელინა ჯოლის ჯანმრთელობის მდგომარეობას აქტიურად განიხილავს. როგორც უცხოური ტაბლოიდები ირწმუნებიან, ჯილო კიბოთია დაავადებული.

Radaronline-ის ინფორმაციით, მისი სიმაღლისათვის (169 სმ) უჩეულოდ გამხდარია და სულ 37 კილოგრამს იწონის.

ჟურნალისტთა ნაწილის ვარაუდით, კიბო არაფერ შუაშია და სილამაზის ეტალონად აღიარებული ქალი ანორექსიით იტანჯება. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, კი ჯოლი ოჯახური კონფლიქტის გამო დეპრესიაშია და მისი სიგამხდრე ნერვიულობამ განაპირობა.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ჯოლიმ, კიბოს წინააღმდეგ პრევენციისთვის, საკვერცხეები და საშვილოსნოს მილები ამოიკვეთა. ოპერაციის გაკეთება აუცილებლობას არ წარმოადგენდა, თუმცა კიბოს გენეტიკურად გადაცემის რისკმა, მსახიობი ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. კიბოს რისკისგან თავის ასარიდებლად, 2 წლის წინ მან სარძევე ჯირკვლებიც მოიკვეთა.

შეგახსენებთ, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ ბიტს 6 შვილი ჰყავთ, მათგან სამი ნაშვილებია.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი