არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

უიტნი ჰიუსტონის შვილი 22 წლის ასაკში გარდაიცვალა...

მომღერლების, უიტნი ჰიუსტონის და ბობი ბრაუნის ერთადერთი ქალიშვილი, ბობი კრისტინა ბრაუნი 2015 წლის 26 ივლისს გარდაიცვალა, ექვსი თვის შემდეგ, რაც ის საკუთარი სახლის აბაზანაში უგონოდ აღმოაჩინეს.
"მან, როგორც იქნა, ჰპოვა სიმშვიდე უფლის ხელში. გვინდა კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა ყველას სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, რაც ამ ბოლო თვეების გამო გამოიჩინეს", — აცხადებს ოჯახის წარმომადგენელი.
22 წლის ბრაუნი იანვრიდან მოყოლებული კომაში იმყოფებოდა. 31 იანვარს მისმა მეუღლემ, ნიკ გორდონმა გოგონა საკუთარი სახლის აბაზანაში უგონოდ იპოვა. ჰიუსტონის შვილს თავის ტვინის სერიოზული დაზიანება აღმოაჩნდა. თავიდან მას სხვადასხვა საავადმყოფოში მკურნალობდნენ, რის შემდეგაც ჯანმრთელობის გაუარესების გამო ჰოსპისში გადაიყვანეს.
თავად უიტნი ჰიუსტონი 2012 წლის 11 თებერვალს ბევერლი ჰილზის ერთ-ერთი სასტუმროს ნომრის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი