არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

"მოსაკლავად დამდევენ" - რას წერდა 19 წლის ბიჭი

"ჩემი შვილი ნათია ფოდიაშვილმა 14 დეკემბერს გაიტყუა სახლიდან, შემდეგ კი დაახვედრა მამა, ბაბუა და ბიძა, რომლებიც ჩასხდნენ ჩემი შვილის ავტომობილში და სცემეს იგი. შემდეგ კი მამამ, რომელიც უკან იჯდა, ჩემი შვილი ცივი იარაღით მოკლა. ჩვენ მოვითხოვთ არა მხოლოდ მამის, არამედ ბაბუისა და ბიძის გასამართლებასაც, რაზეც იმედი გვაქვს, რომ პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს"
"მოსაკლავად დამდევენ, მეძინა, ვიღაცები ამოვარდნილან სახლში, თურმე კარზე აბრახუნებდნენ. დედაჩემმა მითხრა, ვინმეს რამე ხომ არ დაუშავეო. არ ვიცი, ვინ იყვნენ. შავი მანქანით ყოფილან, ჯერ კორპუსის წინა მხრიდან მოსულან, მერე უკან დაუყენებიათ მანქანა. მეზობლისთვის უკითხავთ, ხარაზიშვილი აქ ცხოვრობსო? აბრახუნებდნენ თურმე ჩვენს კარზე, მერე მეზობლის კარზე. არ ვიცი, ვინ შეიძლება ყოფილიყო, არავისთვის არაფერი მიწყენინებია. მით უმეტეს, ისეთი, რომ კაცები დამდგომოდნენ სახლში. გაკვირვებული ვარ", — ეს სიტყვები სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დავით ხარაზიშვილმა მეგობარს "ფეისბუკზე" მისწერა. მაშინ რას წარმოიდგენდა 19 წლის ახალგაზრდა, რომ ნათქვამი, მოსაკლავად დამდევენო, სიმართლე იყო. მოგვიანებით მეგობრებისთვისაც უთქვამს ეს ამბავი და უხუმრია, თუ მოვკვდი, იცოდეთ, ლამაზად უნდა გამოვიყურებოდეო.
19 წლის დათო ხარაზიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ კახა ფოდიაშვილს 14-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამოცხადდა. რაც შეეხება საქმის ვითარებას, როგორც ცნობილია, დათო ხარაზიშვილის მკვლელობაში 16 წლის ნათია ფოდიაშვილის მამის კახა ფოდიაშვილის გარდა მონაწილეობდნენ გოგონას ბიძა და ბაბუაც, რომლებიც, დაზარალებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მიმალვაში იმყოფებიან და ქვეყნის ტერიტორია აქვთ დატოვებული.
დათო ხარაზიშვილი საკუთარ ავტომობილში, ვარკეთილის ტერიტორიაზე 2014 წლის 15 დეკემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა შურისძიების მოტივით მოხდა. კერძოდ, გარდაცვლილის დედა, ხათუნა ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ 16 წლის ნათია ფოდიაშვილმა ოჯახის წევრებს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს დათო ხარაზიშვილმა იგი გააუპატიურა. თუმც, მოკლულის დედის ინფორმაციით, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ფოდიაშვილის მიმართ სექსუალური ძალადობა არ დასტურდება.
"ჩემი შვილი ნათია ფოდიაშვილმა 14 დეკემბერს გაიტყუა სახლიდან, შემდეგ კი დაახვედრა მამა, ბაბუა და ბიძა, რომლებიც ჩასხდნენ ჩემი შვილის ავტომობილში და სცემეს იგი. შემდეგ კი მამამ, რომელიც უკან იჯდა, ჩემი შვილი ცივი იარაღით მოკლა. ჩვენ მოვითხოვთ არა მხოლოდ მამის, არამედ ბაბუისა და ბიძის გასამართლებასაც, რაზეც იმედი გვაქვს, რომ პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს", — განაცხადა ხათუნა ელიზბარაშვილმა.
"კვირის პალიტრამ" მომხრარ მკვლელობაზე თავის დროზე სტატია მოამზადა, რომელის ნაწილსაც გთავაზობთ:
რატომ გაწირეს 19 წლის ბიჭი — "ოჯახს მკვლელობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი"
15 დეკემბრის საღამოს დათო შინ იყო, როცა გოგონას მესიჯი მიიღო — შეხვედრას სთხოვდა. ბიჭი დედის მანქანით წავიდა, გოგონა მანქანაში ჩაისვა და ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩისკენ დაიძრა. მცირე მანძილი გაიარეს, მაგრამ უკნიდან მანქანა დაეჯახათ და შეჩერდნენ. ამ დროს თავს სამი მამაკაცი დაესხათ. ბიჭმა მანქანიდან გადმოსვლაც ვერ მოასწრო, რომ ერთმა ზურგში დანა ჩაარტყა. თავდამსხმელებმა გოგონა თავიანთ მანქანაში გადასვეს და დაჭრილი იქვე მიაგდეს. დათოს ტელეფონი წაართვეს, ამიტომ დახმარებისთვის
დარეკვა ვერ შეძლო. მანქანიდან გადმოსვლა სცადა, მაგრამ იქვე წაიქცა, როცა ნახეს, სისხლისგან დაცლილი იყო.
სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით გოგონას მამა 1979 წელს დაბადებული კახა ფოდიაშვილი "მეტრომშენის" დასახლებაში დააკავეს. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.
ჩვენი ინფორმაციით, კახა ფროდიაშვილი ადრე ნასამართლევია, ამჟამად ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს. რა გახდა 19 წლის ბიჭის მკვლელობის მიზეზი, ამაზე არც მოკლულის მეგობრები საუბრობენ. დათოს დეიდას ეკა ელიზბარაშვილს მიაჩნია, რომ მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი იყო და კატეგორიულად ითხოვს იქ მყოფი სხვა პირების დასჯასაც: "გოგოს უყვარდა, დათოს კი უბრალოდ მოსწონდა. იმ გოგომ გაიტყუა შინიდან, ოჯახს ყველაფერი წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. მანქანას უკნიდან დაარტყეს, დათო მანქანიდან არც გადმოუშვეს, გოგოს პაპამ და ბიძამ დაიჭირეს, მამამ კი დანა ჩაარტყა ზურგში. მერე 19 წლის ბიჭი იქვე დააგდეს, თავიანთი გოგო მანქანაში ჩააგდეს და არც არავის შეატყობინეს, ისე დატოვეს დაჭრილი. ბავშვი სისხლისგან დაიცალა. მეტი სისასტიკე რა უნდა მოხდეს?"
გავრცელებული ინფორმაციით, ამ ამბის შესახებ გოგონამ რამდენიმე საათში თავის მეგობარს უამბო, ასე გაცხადდა, მკვლელობა მათი ჩადენილი რომ იყო.
დათოს მეგობარი: — არ მეგულება ადამიანი, ვინც დათოზე ცუდს იტყვის. საოცრად კარგი ადამიანი იყო, თბილი, მოსიყვარულე. არასოდეს არავისთან უჩხუბია, უკონფლიქტო იყო. 3 წელია ვმეგობრობთ და ერთ უმნიშვნელო წყენასაც ვერ ვიხსენებ. დათო ფოტოგრაფიით იყო გატაცებული.
დედასთან, დეიდასა და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. მარტო გაზარდა დედამ. დედის მანქანით წავიდა შეხვედრაზე.
იმ გოგოს არ ვიცნობ, არადა, შეყვარებულები რომ ყოფილიყვნენ, მეგობრებს გვეცოდინებოდა. ამბობენ, გოგოს უყვარდაო. წარმოიდგინეთ, დათო სახლიდან გაიტყუა და მოაკვლევინა.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი