რაზე სდუმან მამაკაცები: 10 რამ, რასაც არასდროს მოგიყვებიან
თუ შენ გგონია, რომ შენს საყვარელ ადამიანს ხუთი თითივით იცნობ, ძალიან ცდები. არის რაღაცეები, რასაც მამაკაცი არასდროს მოგიყვება. ზოგჯერ ეს უკეთესიცაა. თუმცა რაღაცეების ცოდნა არ გაწყენდა.
მას არ მოწონს შენი ხუმრობები
შეიძლება ის საერთოდ ფიქრობს, რომ იუმორის გრძნობა არ გაგაჩნია. შენ ალბათ არც გიფიქრია ამაზე, ის ხომ ყოველთვის იცინის შენს ხუმრობებზე. სინამდვილეში კი, მას სულაც არ ეცინება, რადგან კაცებს უფრო "ბინძური" იუმორის გრძობა აქვთ.
ის თვლის რომ მისი ყოფილი შესანიშნავი ქალი იყო
უბრალოდ ასე ხდება ხოლმე. მაგრამ შენ ამაზე ვერასდროს გაიგებ.
ის შენგან კომპლიმენტებს ელოდება
წავიდა ის დრო, როდესაც მამაკაცი კარგი იყო, მხოლოდ იმიტომ რომ მამაკაცი იყო. მისთვის აღარაა საკმარისი "მაიმუნზე ოდნავ უკეთესად გამოიყურებოდეს", რადგანაც ახლა მამაკაცები კი არ ირჩევენ ქალებს — არამედ პირიქით, ქალები მამაკაცებს. ამიტომ ის შენგან ელოდება, რომ უთხრა, როგორი მშვენიერი და კარგია. მას ეს ნამდვილად სჭირდება.
მას აქვს ინტიმური პრობლემები
ახალგაზრდა მამაკაცებსაც კი ექმნებათ ეს პრობლემები და ამას არასდროს, არასდროს გაგიმხელენ.
მას მარტო ყოფნა სურს
მარტოობა — ჩვენი ნორმალური არსებობის აუცილებელი პირობაა. თუ ჩვენ მარტო არასდროს ვრჩებით, ტვინი ასკვნის, რომ გარშემო, რაღაც არასწორად ვითარდება და სტრესის საწინააღმდეგო მექანიზმს რთავს. ამიტომ, თუ თქვენს მამაკაცს არა აქვს ჰობი, მაგალითად თევზაობა, ნადირობა ან დიდხანს სეირნობა და ერთ დღესაც გითხრათ, რომ სახლში დარჩენა ურჩევნია, არ გაუნაწყენდეთ.
მას ყოველთვის არ უნდა სექსი
ესეც სავსებით ნორმალურია. მიჩნეულია, რომ მამაკაცმა ქალს სექსზე უარი არასდროს არ უნდა უთხრას, ამიტომ ის არაფრით არ გეტყვით, რომ მას არ სურს დღეს სექსი.
მას რაღაცის ძალიან ეშინია
ობობების, მკვდარი ჩიტების, გველების და ა.შ. ფობიები აქვთ ყველას, უბრალოდ ამაზე საუბარი მხოლოდ ქალბატონებს შეუძლიათ. ეს იმიტომ რომ ისევ და ისევ შიში, რომ ეს კაცური საქციელი არაა.
მას აქვს რაღაც ღირებულებები, რის შესახებაც შენ არ იცი
მატერიალური ღირებულებები. სოციოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ მამაკაცები თავისი შემოსავლის 10-20 % უმალავენ თავის მეორე ნახევარს.
ის უყურებს პორნოს და სააბაზანოში მასტურბირებს
ის ფიქრობს, რომ ეს საშინელი საიდუმლოა, რომლის შესახებაც შენ არაფერი იცი...
შენ მისი პირველი ქალი ხარ
პრინციპში შენ გაქვს შანსი გაიგო მისი ნებისმიერი საიდუმლო, ოღონდ ეს არა, არც ეცადო და არც გინდა...