10.10.2015 21:17
მიიღე ეს საშუალება ძილის წინ და დილას ხალისიანად იგრძნობ თავს
ჩვენ ყველამ ვიცით, თუ როგორი მნიშვნელოვანია კარგად გამოძინება. მაგრამ ცხოვრების თანამედროვე რიტმის გამო, ადამიანების ძილის საშუალო ხანგრძლივობა 8-9 საათიდან 6-7-მდე დაეცა. მთელი დღის მანძილზე აქტიურები ვართ და ჩვენი სხეული დასვენებისთვის, გარკვეულ დროს ითხოვს. თუ ჩვენ ვერ გამოვიძინეთ, თავს ცუდად ვგრძნობთ და დათრგუნულები ვართ, ადამიანებს ჰგონიათ, რომ განწყობას ჭიქა ყავით გაიუმჯობესებენ, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითია.
არსებობს ძალიან ბევრი ფაქტორი, რომელიც ძილზე მოქმედებს: დღის განმავლობაში სტრესული გარემო, გაჯეტების დიდი რაოდენობით მოხმარება და ა.შ. როდესაც ადამიანებს უძილობა აწუხებთ, ისინი აფთიაქებში გარბიან მედიკამენტებისთვის, თუმცა ეს ყველაფერი ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ზოგ შემთხვევაში კი მიჩვევასაც იწყვევს. ალბათ დამეთანხმებით, რომ უმჯობესია გამოვიყენოთ ის საშუალებები რაც დედაბუნებამ გვაჩუქა.
ეს უბრალოდ საშუალება, სულ რაღაც ორი ინგრედიენტისგან შედგება და დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ძილი. ის ასევე, გეხმარებათ განიტვირთოთ და შემდეგი დღისთვის ძალები მოიკრიბოთ.
თქვენ დაგჭირდებათ:
5 კოვზი თაფლი;
1 კოვზი ჰიმალაის მარილი.
ეს ორი ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში და შუშის ჭურჭელში შეინახეთ. ძილის წინ, მიღებული მასის ერთი ჩაის კოვზი ენის ქვეშ დაიდეთ.
ჰიმალაის მარილი 80-მდე მინერალსა და ელემენტს შეიცავს, რომლებიც მძიმე დღის შემდეგ სხეულის აღსადგენად არის საჭირო. თაფლი კი შეიცავს გლუკოზას, რომელიც ორგანიზმს ენერგიით კვებავს.
‹ დაბრუნება ბლოგში

ჰიმალაის მარილისა და თაფლის ნაზავი სეროტონინის (ნივთიერება, რომლის დონეც ემოციური სტრესების გამო ეცემა) დონეს ამაღლებს. ამ მარტივი საშუალების დახმარებით შესაძლებელია დაძაბულობის მოხსნა და ძილის ხარისხის გაუმჯობესება.