არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

ცნობილი ქართველების უცნაური გატაცებები - ''ბევრმა არ იცის რომ ქვეყნის პირველ ლედის უყვარს''…

გატაცებები, ფობიები და სხვადასხვა სახის უცნაური ჩვევები ცნობილ ადამიანებსაც ახასიათებთ. ზოგს უპატრონო ცხოველების მოვლა იტაცებს, ზოგი განდიდების მანიით არის შეპყრობილი, ზოგს სიბნელის ეშინია და ა.შ. გადავწყვიტეთ ცნობილი ადამიანები უცნობი კუთხით წარმოგვეჩინა.


მაკა ჩიჩუა
ქვეყნის პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული აღმოჩნდა, ხატავს, მღერის, უკრავს, იყო ტელეწამყვანიც. ბევრმა არ იცის რომ ქვეყნის პირველ ლედის უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით კატები. ხშირად იფარებდა უპატრონო ცხოველებს და მათ განსაკუთრებით უვლიდა. ასევე უყვარს მცენარეების მოვლა. ამბობენ, რომ სახლში სადაც მაკა ჩიჩუა ცხოვრობდა უამრავი ცხოველი ცხოვრობს და სხვადასხვა სახეობის მცენარეები ხარობს.



დუტა სხირტლაძე
თეატრი, კინო, ტელევიზია, ბიზნესი ეს არასრული ჩამონათვალია იმ სფეროების რომელშიც დუტა სხირტლაძემ საკუთარი ძალები მოსინჯა. როგორც თავად ამბობს ბავშვობიდან ბევრი რაღაცით იყო დაინტერესებული. "მე პრობლემებით სავსე ბავშვობა მქონდა, თუმცა იმ წლებში ბევრი რაღაცით ვიყავი დაინტერესებული. ბავშვობაშიც კი ყველა მიმართულების, პროფესიის ინტერესი მკლავდა. სულ რაღაცას ვჩალიჩობდი, ხან ვხატავდი, ხან მუსიკას ვუკრავდი, ვმღეროდი, მაშინ ძველბიჭობაც მოდაში იყო და მეც ვძველბიჭობდი. ხან მშვილდ–ისრით დავრბოდი, ხან აკრობატი ვიყავი, კალათბურთითაც ვიყავი გატაცებული, რაგბითაც… მათემატიკა და ფიზიკა ყველაზე მეტად მიზიდავდა. "მაზიანი" სანაძლეოებიც კარგად მახსოვს. ლექსებს, მოთხრობებს ვწერდით. მე–8 კლასში ვიყავი, როდესაც საზოგადოება "იტიოდები" დავაარსეთ. მოაზროვნე ხალხი ვიყავით და პროზაულ ნაწარმოებებსაც კი ვწერდით". სულ რამდენიმე წლის წინ კი ისტორიამ და ხრიდოლმა გაიტაცა. დაუჯერებელია, მაგრამ მსახიობი ქალაქში განთქმულია არაპუნქტუალობით. ყველა შეხვედრაზე საათობით აგვიანებს. ამ თვისების გამო ბევრჯერ მნიშვნელოვანი გადაღებებიც ჩაშლილა.


თამუნა მუსერიძე
ტელეწამყვან თამუნა მუსერიძეს ცარიელ ოთახში მარტო შესვლის შიში აქვს. სამაგიეროდ ხშირად დადის ღამით სასაფლაოებზე სასეირნოდ მეგობრებთან ერთად. უყვარს გველები და ზაფხულში ეყოლება კიდეც. " ზოოპარკის ეგზოტარიუმში დავდივარ ხშირად, ვგიჟდები გველებზე და ქვეწარმავლებზე. დილის ეთერში ჩართვა მქონდა და ეგზოტარიუმის უფროსი დამპირდა ზაფხულში ახალდაბადებული გველის
ჩუქებას, მოუთმენლად ველოდები როდის მოვა ზაფხული. სახლში უნდა მივიყვანო გველი თუ დედაჩემი არ გამოგვაგდებს სახლიდან".
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი