22.08.2015 01:23
რუსული სუპერქარი? მხოლოდ სიზმარში!
სუპერქარი, რომელსაც რუსული ”ლადას” ლოგო ამშვენებს? მხოლოდ სიზმრებში და ოცნებებში. ჰო, კიდევ კომპიუტერშიც. ”ლადა” დღესაც კი ისეთ ავტომობილებს უშვებს, არათუ 21-ე საუკუნის მანქანებს რომ არ შეესაბამება, არამედ 90-იანი წლების ”კიას” მარკის მოდელებიც რომ ჯობია. თუმცა რუსი დიზაინერები მაინც ოცნებობენ.
‹ დაბრუნება ბლოგში
შემდეგი ჩანაწერი › ფოტოებზე ხედავთ კონცეპტს Lada Raven, რომელიც 2013 წელს დიზაინერმა დმიტრი ლაზარევმა დახატა და, ცხადია, იმედიც ჰქონდა, რომ მისი იდეა მოწონებაზე მეტსაც დაიმსახურებდა, მაგრამ… დახატვა შედარებით ადვილია, შექმნაა მთავარი. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ”ლადას” თავის არსენალში ძრავაც კი არ აქვს ისეთი, ასეთ მანქანას ოდნავ მაინც რომ მიესადაგებოდეს...