არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

იმისთვის, რომ ქმარი თქვენით მუდამ აღფრთოვანებული იყოს, ანუ ცოლების საკითხავი

ყველამ ვიცით, რომ მამაკაცები გაცილებით უფრო პოლიგამიური არსებები არიან, ვიდრე მსოფლიოს სუსტი მეორე ნახევარი, თუმცა ყველაფერში და ყველგან მამაკაცების დადანაშაულებაც არ შეიძლება — ხშირად ცოლები თავად არიან ქმრების მხრიდან ღალატის ფაქტის მიზეზი.
ამის ერთ-ერთი წინაპირობა კი ისაა, რომ ქალი დაოჯახების მერე წყვეტს ქმართან "ფლირტაობას" ან ცხოვრებისეული პრობლემებით დაღლილს ავიწყდება, რომ თავს ძველებურად და აქტიურად უნდა მოუაროს. ასტროლოგები თვლიან, რომ მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, კონკრეტული თვისებები და ვიზუალური იმიჯი აღაფრთოვანებს მეუღლეში. ამიტომ იმისათვის, რომ ამ უკანასკნელმა გვერდზე არასოდეს გააპაროს თვალი, ჩვენი რჩევები გაითვალისწინეთ, ძვირფასო ცოლებო.
ვერძ, ლომ და მშვილდოსან ქმართან აქტიური და დინამიკური უნდა იყოთ. თავის დროზე მას ზუსტად ამ სიცოცხლისუნარიანობისა და მჩქეფარე ენერგიის გამო მოეწონეთ. ასეთი კაცი აფასებს ცოლს, რომელსაც მისთვის გვერდში დგომა შეუძლია, როგორც მეგობარს. იყავით მისი მეგობარი, არასოდეს შეწყვიტოთ პიროვნული თუ პროფესიული განვითარება, თუ გინდათ, რომ თქვენმა "ცეცხლოვანმა" ქმარმა დიდხანს შეინარჩუნოს ინტერესი თქვენ მიმართ.
კუროს, ქალწულსა და თხის რქას სიმშვიდის, ემოციური სტაბილურობისა და ოჯახის "ბურჯობის" გამო მოეწონებოდით თავიდან. ამიტომ რაც უნდა ბევრი პრობლემა გქონდეთ, ნუ გახდებით ქაოსური, ნერვული და არაპროგნოზირებადი ემოციური კუთხით მეუღლის მიმართ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გწამდეთ, თქვენ და თქვენი ქმარი ნებისმიერ სირთულეს დაამარცხებთ ერთად.
კირჩხიბ, მორიელ და თევზ ქმრებს თქვენში ემოციური, სენტიმენტალური და რომანტიკული ქალი მოსწონთ. ამიტომ ქორწინების მრავალი წლის მერეც არ შეწყვიტოთ მისთვის სიყვარულში გამოტყდომა, არ მოადუნოთ ყურადღება და მუდამ იზრუნეთ ქმარზე ემოციურად. ხშირად ესაუბრეთ გულახდილად იმაზე, რა აწუხებს. იგი თქვენში, პირველ რიგში, კარგ მესაიდუმლეს უნდა ხედავდეს.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი