არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

ტესტი: შენი ხასიათის თავისებურებები იმის მიხედვით, თუ როგორ იკრავ ბიუსტჰალტერს

როგორ იკრავ ბიუსტჰალტერს? "ჩვეულებრივ" – უპასუხებ შენ. მაგრამ როგორია ეს "ჩვეულებრივ"? ხელები მიგაქვს ზურგსუკან და ისე იკრავ? თუ შემოატრიალებ, წინ შეიკრავ და მერე შეატრიალებ და გაუყრი ხელებს ბრეტელებში? კიდევ რამდენიმე ვარიანტი არსებობს.
აღმოჩნდა, რომ ლიფის შეკვრის სხვადასხვა ვარიანტს შემთხვევით არ ვირჩევთ. და თუ ფიქრობ, რომ სისულელეებს ვწერთ, თავად შეამოწმე, მართალია თუ არა პატი ვუდი, "ადამიანის სხეულის ენის ექსპერტი", ავტორი წიგნისა "როგორ გამოვიწვიოთ სიმპათია: შექმენით მომგებიანი პირველი შთაბეჭდილება სხეულის ენითა და ქარიზმით".
"არსებობს პიროვნების 4 სხვადასხვა ტიპი – წინამძღოლი, ავტორიტეტი, თანამდგომი და ყურადღებიანი კორექტორი, — რომელთა წარმომადგენლებიც, როგორც წესი, სხვადასხვა საქმეს, თუნდაც ძალიან წვრილმანს, სულ სხვადასხვანაირად აკეთებენ, — ამბობს პატი ვუდი. – ყველაფერი, რასაც შენ აკეთებ – და როგორც აკეთებ, — შენს ხასიათზე მეტყველებს და შენი ქვედა საცვალიც კი ამ მოთხრობის ნაწილი ხდება".
შესაძლოა, ბიუსტჰალტერის ამა თუ იმ მეთოდით ჩაცმის მანერა დედისგან გაქვს გადაღებული და მას მერე ინერციით აკეთებ ასე, მაგრამ ეს მაინც შენი ინდივიდუალურობის ნიშანი ხდება და იმასთან არის პირდაპირ კავშირში, როგორ მართავ შენს საკუთარ ცხოვრებას. მაშ, რაზე მეტყველებს შენი პირადი თეთრეულის ჩაცმის მანერა?
იცვამ ზურგზე შესაკრავ ბიუსტჰალტერს და იკრავ მას ხელების ზურგს უკან გადატანით
შენ მიეკუთვნები ტიპს "თანამდგომი". ეს ნიშნავს, რომ მისდევ ტრადიციებს და როგორც წესი, აკეთებ იმას, რაც გასწავლეს. ამიტომაც ლოგიკურია, რომ ლიფსაც ისე იკრავ, "როგორც წესია", ისე, როგორც ამას აკეთებს უმრავლესობა. გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. ასე რომ, თეთრეულის მაღაზიაში სიარულიც ხშირად იმის მიზეზია, რომ დაქალები შეიკრიბოთ და ერთად გაატაროთ დრო. და თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, მაგალითად, სექსუალური საცვლის ან იდეალური სპორტული ბიუსტჰალტერის შერჩევა, — შენ მაშინვე იქვე გაჩნდები. იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ყოველთვის აღმოგაჩნდება "ბულავკა" – თუკი ვინმეს შემთხვევით ლიფის დუგმა გაუფუჭდა.
იკრავ ბიუსტჰალტერს წინ, შემდეგ კი ატრიალებ მას უკან
გამარჯობა, "ავტორიტეტო"! შენ ხარ ქალი, რომელსაც უყვარს, როცა გრძნობს, როგორ აფასებენ მას და როცა ისე გამოიყურება გვერდიდან, როგორადაც ცდილობს, რომ შესთავაზოს მან გარშემომყოფებს თავი (როგორც საქმიანი ქალი, კარგი დედა, სექსუალური ქალი და ასე შემდეგ). შენი თეთრეულიც ამ კონცეფციაში შედის. უპირატესობას ანიჭებ ლამაზ, უცნაურ ბიუსტჰალტერებს. სავარაუდოდ, სხვადასხვა ფერისა და ფორმის ლიფების კოლექცია გაქვს.
რაც შეეხება ბიუსტჰალტერის ჩაცმის შენეულ სტილს, ეს, უბრალოდ, კიდევ ერთი გზაა, რათა დარწმუნდე იმაში, რომ 100%-ით მაგრად გამოიყურები, — ამ მეთოდით ხომ ნამდვილად არ გამოგრჩება არცერთი დუგმა შეუკრავი და იდეალურად დაიყენებ ბრეტელების სიგრძეს. და როგორც კი ახალ, ლამაზ ლიფს შეიძენ, მაშინვე უზიარებ ნაცნობებს, ხანდახან სოციალური ქსელითაც კი.
იცვამ ბიუსტჰალტერს წინ შესაკრავით
შენი, როგორც "წინამძღოლის" დევიზია: "არასოდეს დაკარგო დრო სისულელეებზე, განსაზღვრე ყოველი წამი". შენ არ გაქვს იმის დრო, რომ ისეთ შესაკრავებზე დაკარგო დრო, რომლებსაც ვერ ხედავ – ამიტომაც ასეთი ფორმის ლიფი შენთვის, უბრალოდ, კომფორტია, რათა მალე მოემზადო. და რადგანაც არ გიყვარს დროის ფუჭად ხარჯვა, დარწმუნებული ხარ, რომ სამოსი, რომელშიც ფულს იხდი, პირველ რიგში, მაღალი ხარისხის უნდა იყოს და აუცილებლად კომფორტული.
შეკრული გაქვს ბიუსტჰალტერი ერთხელ და სამუდამოდ და ყოველდღე მას მაისურივით თავზე ჩამოცმით იცვამ
ჩათვალე, რომ "ყურადღებიანი კორექტორი" ხარ: გსურს, დარწმუნებული იყო იმაში, რომ ყველაფერს სწორად აკეთებ. აი, რატომ არის შენთვის მარტივი, შეკრა ლიფი ერთხელ საჭირო ადგილას, შემდეგ კი ჩაიცვა, როგორც მაისური. ალბათ, ამიტომაც არის, რომ თავს ბევრად კომფორტულად სპორტულ ბიუსტჰალტერებში გრძნობ.
არ გიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაღაზიებში მარტო დადიხარ და საცვლებს სხვების რეკომენდაციით ირჩევ. მოდელი ყოველთვის მოკრძალებულია, ზედმეტი მაქმანებისა და რუშების გარეშე: მთავარია – ფუნქციონირებდეს.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი