არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

საპატრულო ეკიპაჟსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა

გვიან ღამით, საპატრულო ეკიპაჟსა და რუსეთის მოქალაქე ეთნიკურ ჩეჩნებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ისინი პატრულს არასათანადო მოპყრობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. შემთხვევა ლანჩხუთის ცენტრში მანქანების გაჩერებას მოჰყვა, საიდანაც ერთ-ერთს რუსული სანომრე ნიშანი ჰქონდა.
ინციდენტის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ პატრულის ყურადღება სანომრე ნიშანმა მიიქცია, მოქალაქეები პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმასაც აპროტესტებენ. შემთხვევის დროს ერთ-ერთი ქალი შეუძლოდ გახდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რაიმე ტიპის დაპირისპირებას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ მოქალაქეები მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი