არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

როგორ მოვიკლოთ ცხიმი და კუნთი ფეხებისა და თეძოების არეში?

როგორ მოვიკლოთ ცხიმი და კუნთი ფეხებისა და თეძოების არეში?
როგორ მოვიკლოთ ცხიმი და კუნთი ფეხებისა და თეძოების არეში?
სქელი ან დაკუნთული ფეხები გაქვთ? გაიარეთ ტესტი და გაიგეთ, როგორი ვარჯიში მოგიხდებათ ფეხების გასახდომად.
ცხიმიანობის გამოსავლენი ტესტი
ფეხები გაჭიმეთ და ყველაზე მსუქან ადგილზე იჩქმიტეთ. თუ ხელში ხორცის დიდი ნაჭერი შეგრჩათ, ცხიმიანი გვერდები გქონიათ და შესაძლოა, ცელულიტიც გაწუხებდეთ. თუ ხელში არაფერი მოგყვათ, ნაკლებცხიმიანი და კუნთიანი ფეხი გაქვთ.
კუნთიანი ფეხების მფლობელები მოერიდეთ ბუქნებს, ფეხების დატვირთვას ვარჯიშის დროს. ისინი არ დაგითხელებთ ფეხებს, პირიქით, კიდევ უფრო დაგიკუნთდებათ. აგრეთვე, მოერიდეთ კარდიო-ტრენაჟორსა და სტეპ-ტრენაჟორს. ხოლო, თუ ქუჩაში ვარჯიშობთ, მოერიდეთ ამაღლებულ ადგილებზე სირბილს.
თუ ცხიმის დაწვა გსურთ და ამასთან, კუნთის გაზრდას ერიდებით, შორ მანძილზე ირბინეთ. თუ დააკვირდებით, მარათონელებს ყოველთვის თხელი ფეხები აქვთ სპრინტერებთან (მოკლე მანძილზე მორბენალი) შედარებით, რომლებსაც დიდი და კუნთიანი ფეხები აქვთ.
სირბილი საუკეთესოა ფეხების გასახდომად, ოღონდ შორ მანძილზე. თუ შინ დარბიხართ, ტრენაჟორს ოდნავი დაქანება (ან სრულიად სწორი ზედაპირი) უნდა ჰქონდეს. სასურველია, მხრებში გამართულმა ირბინოთ.
როცა ფეხებს გარკვეულ დონეზე გაიხდუნებთ, უკვე ძალისმიერ ვარჯიშებზეც შეგიძლიათ დაფიქრება. ფანტასტიკური ფეხები რომ გქონდეთ, კუნთები გესაჭიროებათ.
დაბოლოს, იქონიეთ მოთმინება. თქვენ ვერ დაწვავთ ცხიმს სწრაფად. განსაკუთრებით, ფეხების შიდა მხარეს. ეს ყველაზე რთული ზონაა. გახდომის დროს მთელი სხეული კარგავს ცხიმს და ფეხების შიდა მხარე — ყველაზე გვიან. თუმცა, თუ მოინდომებთ, მოთმინებას გამოიჩენთ, ირბენთ და ივარჯიშებთ, საბოლოოდ ლამაზ, იდეალურად თხელ ფეხებს მიიღებთ.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი