არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

შავკანიანი წყვილის თეთრკანიანი ქალიშვილი...

იტალიაში ნიგერიელი ემიგრანტების წყვილს თეთრკანიანი ქალიშვილი შეეძინა...

შავკანიანი მშობლები სრულიად გაოგნებულები იყვნენ იმ მომენტში, როცა მშობიარობის შემდეგ ექიმებმა მათ თავიანთი ქალიშვილი აჩვენეს.

აღნიშნული ფაქტი პალერმოს ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში დაფიქსირდა. საკუთარი ქალიშვილის წითური თმებისა და ღიაფერის კანის დანახვისთანავე ბავშვის მამამ მეუღლეს სკანდალი მოუწყო და მას ღალატში დასდო ბრალი. შედეგად კი მხოლოდ საავადმყოფოს მთავარი ექიმის ჩარევის შემდეგ აღსდგა წყვილს შორის მშვიდობა.

„რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სრულებით შესაძლებელია შავკანიან წყვილსაც შეეძინოს ალბინოსი შვილი. მსგავსი შემთხვევა ძალიან იშვიათია და 14 ათასი ახალშობილიდან შესაძლოა მხოლოდ ერთი აღმონდეს თეთრკანიანი. ეს ყოველივე ჩვენ ბავშვის მამას კარგად ავუხსენით და მან ყველაფერი გაიაზრა”, — განაცხადა მთავარმა ექიმმა.

როგორც ექიმები იუწყებიან, მომავალ კვირას ახალშობლს სამედიცინო დაწესებულებაში კიდევ ერთხელ მოუწევს სტუმრობა, რათა დადგინდეს ბავში ალბინოსთა რიგებს განეკუთვნება, თუ საქმე გენეტიკურ მუტაციასთან აქვთ.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი