არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

რომელ ასაკში ხართ მზად სერიოზული ურთიერთობისთვის - საინტერესო ასტროლოგიური სტატისტიკა

დამეთანხმებით, ალბათ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალური ხასიათის შტრიხებს ფლობს და პირად ცხოვრებაში განსხვავებული მიდგომით გამოირჩევა.
ვიღაც თუ ოცდაათ წლამდე ახერხებს შექმნას არა ერთი, არამედ ორი ან სამი ოჯახი, სხვები სასურველი საბედოს პოვნას ლამის სიცოცხლის ბოლომდე ელიან. ამერიკელმა ასტროლოგებმა ერთ-ერთი საიტისთვის საინტერესო ონლაინ-გამოკითხვა აწარმოეს თემაზე, რომელ ასაკშია მზად ადამიანი სერიოზული ურთიერთობების დასაწყებად. გამოკითხვის შედეგები კი, მერწმუნეთ, ერთობ საინტერესო აღმოჩნდა:


როგორც გაირკვა, ყველაზე ადრე, 22-25 წლის ასაკში ხანგრძლივი და სტაბილური კავშირისთვის მზად მიწის ნიშნები არიან — კურო, ქალწული და თხის რქაპასუხისმგებლობას დიდისერიოზულობით ეკიდებიან. ამიტომ თუ ისე მოხდა, რომ მათ ოჯახის შექმნა ადრეულ ასაკში მოუხდათ, ბოლომდე ინარჩუნებენ პარტნიორის ერთგულებას.

მეტ-ნაკლებად არიან მზად ადრეულ ასაკში დაოჯახებისთვის კირჩხიბები, სასწორები და მორიელები. თუმცა, ამ შემთხვევაში მათ უმეტესობას ასე თუ ისე გამოსდის, ოჯახური სიმყარე შეინარჩუნოს ძირითადად პარტნიორზე ძლიერი მიჯაჭვულობის გამო. მათთვის ასტროლოგებმა ოპტიმალურ ასაკად ქორწინებისთვის 25-28 წლის ზღვარი მოიაზრეს.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი