06.09.2015 03:05
რომელი პერსონაჟები აღარ იქნებიან “ჩემი ცოლის დაქალებში”
„ჩემი ცოლის დაქალების“ მეშვიდე სეზონის გადაღებები დასრულდა. სულ მალე მაყურებელი საყვარელ პერსონაჟებს შემოდგომამდე დაემშვიდობება. ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სეზონი იყო თავისი მრავალფეროვნებით, ახალი და საინტერესო გმირებით, უამრავი აქტუალური პრობლემით და, შესაბამისად, მაღალი რეიტინგით. ჟურნალი „თბილისელები“ სერიალის პროდიუსერს ირაკლი საღინაძეს იმ სიახლეებზე და გეგმმებზე ესაუბრა, რასაც „ჩცდ“ მაყურებელს მომავალში შეთავაზებს.
ირაკლი საღინაძე: მომდევნო სეზონი სექტემბრის ბოლოს დაიწყება, თუმცა ჯერჯერობით არაფერი მოგვიფიქრებია. ეს სეზონი ძალიან გრძელი იყო – 72 სერიისგან შედგებოდა, რაც თითქმის სამ სეზონს უდრის. მომდევნო სერიების მოსაფიქრებლად ცოტა ხანს დასვენება გვჭირდება. ტვინი თუ არ გამორთე და დაასვენე, ობიექტურად ვერ შეაფასებ, რა გჭირდება მომავლისთვის, რაზე უნდა დასვა აქცენტები და რა თემები უნდა წამოწიო წინ. ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცი, რომ ძველი და მაყურებლისთვის უკვე საყვარელი ძირითადი პერსონაჟები სერიალში ისევ იქნებიან, თუმცა, განახლებული ამბებით.
– რამდენიმე პერსონაჟი გამოგაკლდათ. მათ შორის – გურანდა გაბუნია, რომელმაც წასვლის მიზეზად სერიალში თინა მახარაძის ბილწსიტყვაობის გამო წარმოშობილი უთანხმოება დაასახელა.
– არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, ყველას თავისი ხედვა აქვს. წარმოქმნილი სიტუაცია მან ასე აღიქვა, თუმცა ჩვენ განსხვავებულად ვფიქრობთ. ამ სერიალში ყველაფერს თავისი დატვირთვა აქვს. რატომ არ არიან სერიალში ბაბულიკები? რატომ არ არის გურანდა გაბუნია?.. აქ შემთხვევით არაფერი ხდება. ყველა მოქმედება გარკვეულ მესიჯს შეიცავს. ჩავთვალეთ, რომ ბაბულიკები უნდა გამქრალიყვნენ და ამით გვინდოდა გვეთქვა, რომ ეს კასტა და მსოფლმხედველობა არაა სიცოცხლისუნარიანი; ასევე, აუცილებლად უნდა გამქრალიყო გურანდა გაბუნიას პერსონაჟი, რადგან ის წარსულია და აუცილებლად უნდა წავიდეს. გურანდა გაბუნია, ზოგადად, მძიმე ხასიათის ადამიანია. მას აქვს თავის პრეტენზიები, თუმცა, ჩვენ ვახერხებდით, რომ ნორმალური კომუნიკაცია გვქონოდა და არანაირი პრობლემა არ ყოფილა. რა თქმა უნდა, მას სჭირდებოდა სპეციფიკური დამოკიდებულება, მაგრამ წასვლის მიზეზი ეს არ ყოფილა. უბრალოდ, ჩავთვალეთ, რომ მისი გმირი ამოიწურა და სეზონის დასაწყისისთვის გვჭირდებოდა „მყვირალა“ ამბავი, რომელიც ინტონაციას მისცემდა სერიალის კონცეპტუალურ ნაწილს. ამ მიზნით შეიქმნა მისი გაქრობის ცოტა კომიკური სცენა. ამ შემთხვევაში პიროვნული ურთიერთობები საინტერესო არაა, პროდუქტი ამის მიღმა არსებობს. მას ჩვენი გადაწყვეტილება გავაცანით, ძალიან ნორმალურად ვისაუბრეთ და კონფლიქტის მსგავსი არაფერი ყოფილა. თუმცა, მას ნამდვილად არ მოსწონდა, რომ სერიალში იყო ბილწი სიტყვები, რაშიც არ ვეთანხმები. მე მომწონს არა ბილწი სიტყვები, არამედ, რეალობის ასახვა, რომელიც საჭიროებს ბილწ სიტყვებს.
– როგორც ვიცი, რევაზ ნასიძეც (გიო) აღარ იქნება სერიალში.
– ნასიძემ ტელეკომპანია GDS-სთან გააფორმა კონტრაქტი. არ გამოვრიცხავ, რომ, შეიძლება, რაღაც მომენტში დაბრუნდეს, მაგრამ ახლა კონკრეტულ პროექტშია დაკავებული, სადაც ძალიან დიდი დრო ეხარჯება და ამიტომ შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე სერიალში აღარ იქნება. თან, მისი მსოფლმხედველობა, სიმართლე გითხრა, ცოტათი სცდება ჩვენსას. მისი პოლიტიკური გემოვნებისთვის GDS-ში უფრო ორგანული და კომფორტული გარემოა, ვიდრე „რუსთავი 2-ში“. თუმცა, მისი აქ მუშაობით მე კმაყოფილი ვიყავი.
– უამრავ ახალ გმირს შორის დუდუ ყველაზე გმორჩეული იყო. როგორ შეიქმნა ეს პერსონაჟი?
– დუდუ პირველად წინა სეზონზე გამოჩნდა ტელეფონზე საუბრისას. თავიდან ამ როლზე სხვა მსახიობი იყო, მაგრამ მასთან კომუნიკაცია ვერ ავაწყვეთ და ამიტომ ჩავანაცვლეთ. ვიგრძენით, რომ ამ პერსონაჟს დიდი პერსპექტივა ჰქონდა. მისი მისტიკურობა საშუალებას გვაძლევდა, მასზე გარკვეული მოცემულობები დაგვეშენებინა, ისეთი, რომელიც ჩვენი საზოგადოების სხვა სივრცეში დანახვის საშუალებას მოგვცემდა. საბოლოო ჯამში, დუდუს, როგორც მოვლენის, მაყურებლის თვალით ყურება და დუდუს თვალით დანახული მისი გარემო საინტერესო გამოვიდა. მიუხედავად ამ გმირის ყოვლისშემძლეობისა და კომიკურობისა, თავიდანვე ვფიქრობდით, რომ მას კარგი დრამატული რესურსი ჰქონდა. ეს ცოტა საზოგადოების დაცინვაც იყო: ჩვენთან ხომ, ადამიანების დიდი ნაწილი, საკუთარი სიზარმაციდან გამომდინარე, ყოველთვის ოცნებობს იმ მოურავზე, რომელიც ყველაფერს მოუგვარებს და საქმეს მათ ნაცვლად გააკეთებს. დუდუ ქართული საზოგადოების ამ სენზე შექმნილი სატირაა. ადამიანი ჯერ გმირი გახდა და შემდეგ უცებ მისი ტრაგედია მოხდა. მაყურებელმა მისი დრამა ღრმად დაინახა – მიხვდნენ, რომ „დუდუობა“ მისთვის მოწოდება და სიამოვნება კი არა, ტვირთი იყო. ისიც ჩვეულებრივი ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც პასუხიმგებლობები თავის თავზე აიღო, მაგრამ ამის გამო ბედნიერი არაა. პირიქით, უბედურია. ცხოვრებაშიც ასე ხდება: არც ისაა ბედნიერი, ვინც სხვას გადააბარებს საკუთარ პასუხისმგებლობას და, არც ის, ვინც მათ გადმოიბარებს. მაგალითად, „ქართული ოცნების,” როგორც პოლიტიკური ძალის წარმატება, სწორედ ამ ქართულ სენს მოჰყვა: ადამიანებმა იფიქრეს, რომ ვიღაც მილიარდერი მათ მაგივრად შეწვავდა კარტოფილს, მოასხამდა ტყემალს და დაურიგებდა მოსახლეობას. ამიტომ გააკეთეს არჩევანი, რომელიც, ჩემი აზრით, საშინლად სულელურია. ამ გადაწყვეტილების შედეგებს მომავალში კიდევ მოვიმკით და ხალხი მიხვდება, რომ ეს შეცდომა იყო. დუდუ საზოგადოების პრობლემაა და არა საშველი. ის შეიძლება იყოს კარგი მენეჯერი რაღაც ორგანიზაციაში, მაგრამ არ შეიძლება იყოს ოცნების ობიექტი, მამაკაცის ეტალონი ან ბედნიერების წყარო. „დუდუებს“ ბედნიერება არ მოაქვთ, ისინი მხოლოდ უბედურებასა და პრობლემებს იწვევენ. ეს ძალიან სენსიტიური თემაა და მას შესაბამისი გააზრებაც მოჰყვა. ამიტომაც ჰქონდა ამ სერიებს ძალიან მაღალი რეიტინგი. დუდუს თემას ამ სეზონზე წერტილი დაესვა. მომდევნო სეზონზე ის ან იქნებ, ან – არა. მისი ტრაგედია შედგა და მეტი აღარცაა საჭირო. სათქმელი უკვე ნათქვამია და, იძიებს თუ არა გაუპატიურებული გოგო შურს, საინტერესო მხოლოდ ვენესუელურ და თურქულ ბანძ სერიალებშია, სადაც აქცენტი შურისძიებაზეა. ჩვენთან აქცენტი მოცემულობის სატირულ კრიტიკაზეა და არა მაყურებლისთვის გამოსავლის რეცეპტის მიცემაზე.
– სატირა იყო ასევე „აპოგეაც”.
– ჩვენს ქვეყანაში „აპოგეა” მოვლენაა, რადგან მილიონი „აპოგეა” გვყავს.
– უკმაყოფილება არ გამოუხატავთ „აპოგეებს“?
– რა თქმა უნდა. თუმცა, ხშირ შემთხვევაში – „ვაიმე, რა საყვარლობაო,” – ამბობდნენ „აპოგეები“ აპოგეაზე. ძალიან ბევრი განაწყენდა და ეჭვი კიდევ ბევრზე მაქვს, მაგრამ, ამას ღიად ვერ გამოხატავენ, რადგან კიდევ უფრო გაიმარგინალებენ თავს. ასეთ დროს ჩვენთან დაჯახება არ ღირს (იცინის).
– მაყურებლისგან ყველაზე ხშირად როგორ დამოკიდებულებას გრძნობთ?
– ნებისმიერ ნაბიჯს უამრავი შეფასება მოჰყვება ხოლმე; მათ შორის ბევრი სულელურია, ბევრიც – ჭკვიანური, თუმცა, ძირითადად, მაყურებლისთვის პერსონაჟების გარეალურებაა დამახასიათებელი. მაგალითად, უცხოეთიდან ერთი ემიგრანტის ოჯახმა დათოს და ნინას 200 დოლარი გამოუგზავნა საჩუქრად. ამის გამოხატულება იყო ასევე აქცია, რომელიც ნათიას სტომატოლოგიური კლინიკის წინ მოაწყვეს მისი და დათოს ურთიერთობის გასაპროტესტებლად. გარდა ამისა, ხშირად გვსაყვედურობენ – რატომ არ არის სერიალში ბედნიერი ოჯახებიო. ჩვენი გმირები ხანდახან ბედნიერები არიან, მაგრამ ეს ვერ იქნება მუდმივი მდგომარეობა, რადგან ბედნიერება არაა საინტერესო საყურებელი და არც რეალობაა ასეთი. ერთი ოჯახი ან ადგილი მითხარით, სადაც პრობლემა არ არის, მაგრამ ეს უბედურებას სულაც არ ნიშნავს. ბევრი უკმაყოფილების მიუხედავად, შესაძლოა, ადამიანი ბედნიერებას განიცდიდეს. ბედნიერება საკუთარ თავთან თანხმობაა და ჩვენი სერიალის მთავარი მესიჯიც ისაა, რომ ადამიანები თავს იტყუებენ. ჩვენი პერსონაჟების პრობლემებიც სწორედ აქედან მოდის – მათ არ იციან, რომ მათი პრობლემების სათავე მათშივეა და არა გარეთ.
‹ დაბრუნება ბლოგში
შემდეგი ჩანაწერი › ირაკლი საღინაძე: მომდევნო სეზონი სექტემბრის ბოლოს დაიწყება, თუმცა ჯერჯერობით არაფერი მოგვიფიქრებია. ეს სეზონი ძალიან გრძელი იყო – 72 სერიისგან შედგებოდა, რაც თითქმის სამ სეზონს უდრის. მომდევნო სერიების მოსაფიქრებლად ცოტა ხანს დასვენება გვჭირდება. ტვინი თუ არ გამორთე და დაასვენე, ობიექტურად ვერ შეაფასებ, რა გჭირდება მომავლისთვის, რაზე უნდა დასვა აქცენტები და რა თემები უნდა წამოწიო წინ. ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცი, რომ ძველი და მაყურებლისთვის უკვე საყვარელი ძირითადი პერსონაჟები სერიალში ისევ იქნებიან, თუმცა, განახლებული ამბებით.

წყარო “თბილისელები”