არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

როდესაც ამ სახლის რადიკალურად განსხვავებული ინტერიერი ვნახე, თვალებს ვერ ვუჯერებდი!

როდესაც ადამიანები მომავალზე ფიქრობენ, ერთ–ერთი პირველი რაც თავში მოსდით, არის ოცნების სახლი. რა თქმა უნდა, ბევრი მათგანი ძვირადღირებულ, დიდებულ სახლზე ოცნებობს, მაგრამ მე გეტყვთ, რომ თუკი ამ სახლში შეიხედავთ შეიძლება დიდი სიამოვნებით გადაწყვიტოთ მასში ცხოვრება. ჩემი არ გჯერათ? მაშინ ნახეთ პოსტის გაგრძელება.


გარედან სახლი საერთოდ არ მოგხიბლავთ. ის ბავშვების შტაბ–ბინას უფრო ჰგავს.



თუმცა როცა სახლის ინტერიერს ნახავთ გაოცდებით მისი ექსტრაორდინალური მშვენიერებით.



თაღის ტიპის ასეთი სახლები მრავალი მიზეზით შეიძლება შეიქმნას მაგალითად, იგი შეიძლება აგარაკად, მონადირეების თავშესაფრად ან მოხუცების სახლად გამოიყენონ.



ამ კაბინების უპირატესობა არა მხოლოდ ფასშია, არამედ იმაშიც, რომ მათი დიზაინის შექმნა ძალიან სწრაფად ხდება.



ყველაზე ძვირადღირებული ასეთი სახლი 5000 დოლარი ღირს. ვფიქრობ, საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასია.



ეს ერთ–ერთი ასეთი კაბინის ინტერიერია, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. მათი საშუალებით, ზამთარში, ოთახში სითბო ნარჩუნდება, ზაფხულში კი პირიქით, თბილი ჰაერი გარეთ გაიწოვება.



ასეთი სახლის აგებას მხოლოდ ოთხი ადამიანის სჭირდება. როგორც წესი ხარისხი ძალიან მაღალია, ფასი კი დაბალი გამოდის.



საქართველოში ჯერ არა, მაგრამ ამერიკის 48 შტატში ასეთი სახლების მასალებს შეკვეთით მოგიტანენ და ადგილზევე აგიწყობენ.

მშვენიერი იდეაა დასასვენებელი კოტეჯის მოსაწყობად არა?

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი