არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

მოღალატე ქმრებს სექსის დროს სიკვდილი ემუქრებათ

მამაკაცებს, რომლებიც ცოლებს რეგულარულად ღალატობენ, ნერვიულობის კიდევ ერთი მიზეზი დაემატათ: გარდა იმისა, რომ მათ დიდი შანსი აქვთ, ყველასგან (ცოლისგანაც და საყვარლისგანაც) უარყოფილნი დარჩნენ, საკუთარი ჯანმრთელობითაც რისკავენ.
განსაკუთრებით ეს ემუქრებათ ძლიერი სქესის ჭარმაგ წარმომადგენლებს, რომლებიც, როგორც წესი, საყვარლად ახალგაზრდა გოგონებს ირჩევენ — ამ დასკვნამდე მივიდნენ გულ-სისხლძარღვთა პრობლემების შემსწავლელი მეცნიერების ამერიკული ასოციაციის წევრები.

ამ ორგანიზაციის ექსპერტებმა სამედიცინო პროფილის ერთ-ერთ ჟურნალში გამოაქვეყნეს გულით დაავადებული მამაკაცი პაციენტების გამოკვლევების შედეგები. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იმათგანი, რომელთაც საშუალო სიმძიმის გულის შეტევები ჰქონდათ, მალე იღდგენენ ძალებს დაერთ კვირაში აქტიური სექსუალური ცხოვრებისთვისაც მზად არიან, სტატისტიკა მაინც შემაშფოთებელია — რისკი, რომ ასეთი პაციენტები კვლავ მოხვდნენ სტაციონარში კიდევ უფრო ძლიერი შეტევით, ძალიან დიდია.

მეცნიერების ცნობით, გულის შეტევით მოულოდნელი გარდაცვალების 6 ათასი შემთხვევიდან 1% სწორედ სექსუალური აქტის დროს მოხდა. ძალიან მოკრძალებული სტატისტიკის მიუხედავად, მეცნიერებმა ამ პროცენტულ მაჩვენებელში მოქცეული პაციენტები მაინც გამოიკვლიეს და შედეგით გაოცებულები დარჩნენ: აღმოჩნდა, რომ ამ მამაკაცთა 93 % შეტევის დროს საყვარლებთან სექსით იყვნენ დაკავებულნი.

ექიმები თვლიან, რომ ეს დაკავშირებულია სტრესთან, რომელსაც მამაკაცები ღალატის გამო განიცდიან: ეს არის, როგორც ცოლისგან მიტოვების შიში, ასევე სექსუალური მოძალებული აქტივობისა, რომელსაც ბევრად ახალგაზრდა პარტნიორთან ურთიერთობა მოითხოვს.

კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლები, რომლებმაც ეს სტატისტიკა გამოავლინეს, მკურნალ ექიმებს ურჩევენ, რომ პაციენტები (გულ-სისხლძარღვთა დაავადების თუნდაც უმნიშვნელო სიმპტომებით) გააფრთხილონ, რა რისკ ჯგუფში იმყოფებიან.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი