არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

წყლის მანიკიური" შენი ხელით - შექმენი ორიგინალური სტილი მარტივად

ყველა ქალს სურს, გამორჩეულად და ორიგინალურად გამოიყურებოდეს. ზაფხული კი ამის საშუალებას ნამდვილად გვაძლევს. არ არის აუცილებელი, ახალი კაბა იყიდოთ. საკმარისია, თქვენს სტილს რაღაც უჩვეულო შემატოთ… ეს შეიძლება იყოს უცნაური ბიჟუტერია ან საინტერესო მანიკიური. გთავაზობთ "წყლის მანიკიურის" საოცარი ტექნოლოგიის საიდუმლოს — მასტერ-კლასს, რომელიც ძალიან ადვილი

ყველა ქალს სურს, გამორჩეულად და ორიგინალურად გამოიყურებოდეს. ზაფხული კი ამის საშუალებას ნამდვილად გვაძლევს.

არ არის აუცილებელი, ახალი კაბა იყიდოთ. საკმარისია, თქვენს სტილს რაღაც უჩვეულო შემატოთ… ეს შეიძლება იყოს უცნაური ბიჟუტერია ან საინტერესო მანიკიური. გთავაზობთ "წყლის მანიკიურის" საოცარი ტექნოლოგიის საიდუმლოს — მასტერ-კლასს, რომელიც ძალიან ადვილი

დაგჭირდებათ:
ლაქი საბაზისო ფენისთვის (ამ შემთხვევაში თეთრი);

რამდენიმე სხვადასხვა ფერის ლაქი;

პატარა ჭიქა წყლით;

ხის ჩხირი ან ნემსი;

ხელის კრემი.

1. წაისვით ფრჩხილებზე ერთი ფერის ლაქი და დააცადეთ გაშრობა. შემდეგ ხელზე კრემი წაისვით.

2. წყლიან ჭიქაში სათითაოდ ჩააწვეთეთ სხვადასხვა ფერის ლაქი.

3. წვეთები ნელ-ნელა წრეს შეკრავს და შედეგად, ფერადი სამიზნის მსგავს ნახატს მიიღებთ.
4. ამის შემდეგ აიღეთ ხის ჩხირი (კბილის საჩიჩქნი) და აკურატულად შეურიეთ ფერები ერთმანეთს
5. ცოტა ხნით ჩაყავით თითის წვერები ჭიქაში.

6. ამოღების შემდეგ ბამბიანი ჩხირით ფრთხილად გაიწმინდეთ კანი ფრჩხილის გარშემო და ლაქი გაიშრეთ.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი