არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

შუა საუკუნეების ჰიგიენა ანუ როგორ ნიღბავდნენ ადამიანები დაუბანლობას და ცუდ სუნს....

მე-18-მე-19 საუკუნეების ხსენებისას უცებ წარმოგვიდგება თვალწინ მშვენიერი ქალბატონები ლამაზ სამეჯლისო კაბებში, კმაყოფილი კავალრები, მეჯლისები და ზოგს გულიც კი სწყდება, რომ იმ დროს არ ცხოვრობდა, თუმცა ნუ იტყვი და ამ ფირფიშა კაბებს ქვემოთ საშინელი ანტისანიტარია იმალებოდა, რომელსაც სხვადასხვა სუნამოებით და ნელსაცხებლებით მალავდნენ.



გასაკვირია, მაგრამ ჰიგიენაზე პასუხს იმ დროს კათოლიკური ეკლესია აგებდა. ანტიკურ ხანაში თავის მოვლა კულტად იყო ქცეული, მაგრამ ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ აბანოები დაიხურა იმ მიზეზით, რომ ცოდვა იყო ყველას თვალწინ გაშიშვლება.



ამას ემატებოდა ისიც, რომ იმ დროს შეშაც საკმაოდ ძვირი იყო.
და თუ მაღალი კლასის წარმომადგენლები მე-15, მე-16 საუკუნეებში რამდენიმე თვეში ერთხელ მაინც ბანაობდნენ, მე-19 საუკუნეში მთლიანად შეწყვიტეს დაბანა.
ისტორიას ახსოვს შოკისმომგვრელი ფაქტები ცნობილი ლუი XIV-ს ცხოვრებიდან. მეფემ თავის სიცოცხლეში ორჯერ იბანავა და ისიც ექიმის დაჟინებული მოთხოვნით. ეს პროცედურა ისე არ მოეწონა მონარქს, რომ მოსისხლე მტრად მიიჩნია ბანაობაც და წყლის პროცედურებიც.



ტუალეტების არ არსებობა სულაც არ აღელვებდათ იმ დროს, ვერსალშიც კი არ იყო გათვალისწინებული მსგავსი რამ და დერეფნის ბოლოს იკმაყოფილებდნენ ბუნებრივ მოთხოვნილებებს, ზოგან სუნი ახლაც კი იგრძნობა. ამ პერიოდში საკმაოდ დიდი მოხმარება ჰქონდა სუნამოებს, რომელიც ადამიანებისგან წამოსულ საშინელ სუნს მალავდა.



ამ პერიოდის კიდევ ერთი გამოგონება იყო ფართოფარფლიანი ქუდები, ისინი სულაც არ იყო მოდური, უბრალოდ კანალიზაციის არარსებობის გამო ქოთნებს პირდაპირ ფანჯრებიდან ასხამდნენ და ადამიანები თავს ამ ქუდებით იცავდნენ.



მე -19 საუკუნეში ადამიანებს ძალას ატანდნენ რომ ებანავათ. იმდროინდელ სამედიცინო წიგნში შემონახულია ექიმ ბილცას ჩანაწერი ბანაობასთან დაკავშირებით:-„არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ვერ ბედავენ მდინარეში ან აბანოში ბანაობას, რადგან ბავშვობიდან არასდროს შესულან წყალში“. სამწუხაროდ, შუა საუკუნეებში მედიცინა ისეთსავე ცუდ მდგომარეობაში იყო, როგორშიც ჰიგიენა.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი