მეორადი ჩარიცხვები არ იქნება - გაფიცული აბიტურიენტების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის და უმაღლესი სასწავლებლების რექტორების შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეორადი ჩარიცხვები არ იქნება. მათი თქმით, აბიტურიენტებს ჰქონდათ 15 აგვისტომდე დრო, რომ სასწავლებლები შესაბამისი ქულების მიხედვით აერჩიათ. როგორც ისინი ამბობენ, მეორადი ჩარიცხვები უნივერსიტეტებისთვის დამატებითი პრობლემა იქნება.
„საერთო შედეგი იყო ის, რომ ეხლა გამონაკლიისის დაშვება შეუძლებელია, რადაგან უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესები უკვე დაწყებულია. რეგისტრაცია დამთავრებულია და ამიტომ ეს შეუძლებელია. თუ სამინისტრო ჩვენს გადაწყვეტილებას დაეყრდნობა, მეორადი ჩარიცხვები გამოირიცხება“, — განაცხადა ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა.
შეხვედრა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, აბიტურიენტები მეორადი ჩარიცხვების დაშვებას რამდენიმე დღის მანძილზე მოითხოვენ. თუმცა მაია მიმინოშვილის თქმით, აბიტურიენტებს საკმაო დრო და საშუალება ჰქონდათ, რომ უნივერსიტეტები ყურადღებით შეერჩიათ.