არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

"მოიხადოს ბოდიში პარლამენტის წევრმა თამაზ მეჭიაურმა" - მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ

ინტერნეტში პეტიცია ვრცელდება, რომლის მთავარი ადრესატი საქართველოს პარლამენტია. პეტიციაზე ხელმომწერები საქართველოს პარლამეტის დეპუტატის თამაზ მეჭიაურისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

პეტიციის ავტორები მიიჩნევენ, რომ პარლამენტის წევრის მიერ 2 სექტემბერს პარლამენტის ტრიბუნიდან გიორგი მარგველაშვილის მისამართით გაკეთებილი განცხადება წარმოადგენს პრეზიდენტის, როგორც ინსტიტუციის შეურაცხყოფას და ატარებს უკიდურესად ნეგატიურ ხასიათს.

„2015 წლის 02 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტარმა თამაზ მეჭიაურმა, საქართველოს პრეზიდენტი მოიხსენია როგორც "ენჯეოშნიკი სოროსელი", რომელიც "ნერვებს უშლის" (იგულისხმებოდა ვეტოს უფლების გამოყენება) მასაც და მოსახლეობასაც.

მივიჩნევთ, რომ პარლამენტის წევრის მიერ პრეზიდენტის მსგავსი შეფასება წარმოადგენს პრეზიდენტის, როგორ ინსტიტუტის შეურაცხყოფას, ატარებს უკიდურესად ნეგატიურ ხასიათს და არ შეესაბამება დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების შტოებს შორის დამოკიდებულების პრინციპებს. თავის გამოსვლით თამაზ მეჭიაურმა ასევე დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი კონტექსტი მიანიჭა არასამთავრობო სექტორის წევრობას და კონკრეტულ არასამათავრობო ორგანიზაციას, რაც ასევე მიუღებელი და აღმაშფოთებელია.

მოვითხოვთ, რომ თამაზ მეჭიაურმა ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე პარლამენტის წევრისათვის შეუფერებელი, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორისათვის შეურაცხმყოფელი პოზიციის გამო.“- არნიშნულია პეტიციაში.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით განცხადების შინაარსს, ხელის მოსაწერად შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ბმულზე.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი