არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

როდის გამოიყურება ქალი მამაკაცისთვის ყველაზე სექსუალურად? პასუხი გაგაოცებთ

გამოკვლევებმა, რომელიც ჰარვარდის მეცნიერებმა მამაკაცებს შორის ჩაატარეს, დაადგინა, როდის არის ქალი საწინააღმდეგო სქესისთვის ყველაზე მომხიბვლელი.
114 მამაკაცზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს, აჩვენა, რომ მამაკაცის დამოკიდებულება ქალისადმი სეზონის მიხედვით იცვლება. ასე მაგალითად, ზამთარში ქალები მათთვის ბევრად სექსუალურები არიან.

ასეთი უცნაური შედეგები მეცნიერებმა როგორც ქალების, ასევე მამაკაცების ჰორმონალური ფონის ცვლილებით ახსნეს. გარდა ამისა, სწორედ წელიწადის ცივ დროს ჩნდება სურვილი, საყვარელი ადამიანის მკლავებში გათბე.

კვლევის მიმდინარეობისას მამაკაცებს შესთავაზეს, შეეფასებინათ ქალების მიმზიდველობა წელიწადის სხვადასხვა დროს. საინტერესოა, რომ ქალის სახის აღქმა სეზონზე არ იყო დამოკიდებული, ხოლო მის ქალურობასა და სხეულის სექსუალურობას მამაკაცები სხვადასხვაგვარად, სეზონის მიხედვით აფასებდნენ.

უცნობია, ზამთრის ტანსაცმლის სქელ ფენაში როგორ აღიქვამდნენ მამაკაცები ქალის სხეულის სექსუალურობას, მაგრამ ფაქტია, სწორედ ზამთრის ტანსაცმელში გამოწყობილი ქალები აღიქვა ძლიერი სქესის უმეტესობამ სექსუალურად.

ამერიკელი ფსიქოლოგების ბრიტანელმა კოლეგებმა კი გაარკვიეს, კვირის რომელ დღეს არის ქალი ყველაზე ნაკლებად თავდაჯერებული და მიმზიდველი. აღმოჩნდა, რომ შუა კვირაში, კონკრეტულად კი, ოთხშაბათს ქალი ყველაზე გადაღლილად და უბედურად გრძნობს თავს. გამოკითხულ ქალთა უმეტესობისთვის, რატომღაც, სწორედ ოთხშაბათი აღმოჩნდა კვირის ყველაზე სტრესული დღე.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი