არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

ამ კორეელს წარმატება გარანტირებული აქვს?

ჟენევის ავტოშოუზე არ გაგვიჭირდა იმის შემჩნევა, თუ როგორ დასტრიალებდა ”ფოლკსვაგენის” შეფი მარტინ ვინტერკორნი ახალ Hyundai Tucson-ს. ჰერ ვინტერკორნს ”ჰიუნდაის” დეტალური თვალიერება ამდენი ხალხის წინაშეც კი არ ერიდებოდა. ახლა ეს კორეული SUV პირველად გავტესტეთ და მივხვდით, რატომაც უტრიალა მას ”ფოლკსვაგენის” ბოსმა — საქმე იმაშია, რომ ახალი Hyundai Tucson უკვე ძალიან მიუახლოვდა VW Tiguan-ს, რომელიც ამ კლასში ერთ-ერთი ბესტსელერია.


მოკლედ, თანამედროვე მოდას Tucson-იც აჰყვა — დაგრძელდა და გაგანიერდა, მაგრამ მხოლოდ იმდენით, რომ ამჟამინდელი Tiguan-ის ფორმატისთვის მიეღწია. ავტომობილის წინა მხარე ნამდვილად ძალიან მეტყველია, უკანა კი — ცოტა მოსაწყენი. მაგრამ მთლიანობაში, ახალი Tucson-ის დიზაინი საკმარისია საიმისოდ, რომ ვთქვათ: სახეზეა აშკარა და დიდი პროგრესი.

”ფოლკსვაგენი” კორეულად: საქმიანი, პრაქტიკული და კომფორტული SUV. საჭის მარცხნივ ასისტენტ-სისტემების ჩამრთველებია

ინტერიერში კი ახალმა Tucson-მაც ისეთივე სერიოზული პროგრესი განიცადა, როგორც ”ჰიუნდაის” სხვა მოდელებმა: ყველაფერი სოლიდურად ზის, ახალი ასისტსენტ-სისტემების ჩამრთველები სუფთადაა დალაგებული, ყველაფერს კარგად ხედავ და ყველაფერი კარგად გემსახურება. სათავსოებიც ბევრია. განიერ სავარძლებზე სივრცეც ბევრი გაქვს — ეს განსაკუთრებით სალონის უკანა განყოფილებას ეხება. პრაქტიკულია საბარგულის მოცულობაც (მინიმალური 513 ლიტრი, მაქსიმალური — 1503). უკანა სავარძლის საზურგის გადაწევის შემთხვევაში სწორი, უსაფეხურო ზედაპირი წარმოიქმნება.

დამატებითი ოფციების სახით ახალი Tucson გვთავაზობს საბარგულის კარის ელექტრონულად გაღებას, საჭის გათბობის ფუნქციას და საგზაო ნიშნების ამოცნობას. ჩვენს პირველ სატესტო მოდელს კი ყველაფერი აქვს — მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე: ბენზინის 1,6-ლიტრიანი Turbo-ძრავა, რომელმაც 2-ლიტრიანი ატმოსფერული აგრეგატი შეცვალა. ამასთან, ”ჰიუნდაიმ” ახალ Tucson-ში 7-საფეხურიანი ორდისკიანი ტრანსმისიაც ჩადო და ბესტსელერ VW Tiguan-ს ამ თვალსაზრისითაც აღარ ჩამორჩება


ფანჯრის აწეული ხაზიც გვიჩვენებს, რომ უკან ხილვადობა არ არის იდეალური

ერთი რამ თავიდანვე უნდა ვთქვათ: ეს ახალი ამძრაობა გასაოცრად კარგად ფუნქციონირებს. ბენზინის ძრავა, რომელსაც i30-დან ვიცნობთ, Tucson-ში მეტი გაწევით გამოირჩევა, რაც 265-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტის დამსახურებაა, რისი წყალობითაც ვიბრაციებიც მინიმუმამდეა დაყვანილი და მანქანა აღარც ბრუნების ამთვლელი ისრის წითელ ზონასთან მიახლოვებისას იტანჯება.

გადაცემათა კოლოფი სიჩქარეებს შუქნიშანზე დამუხრუჭების დროსაც კი რბილად რთავს ქვემოთ და არც რეჟიმის შეცვლის დროს გვაწუხებს ისტერიკული გადართვებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გაცილებით უკეთესი ორდისკიანი ტრანსმისიაა, ვიდრე ”ფორდის” ან ”ფიატის” იდენტური კოლოფები და თამამად ვიტყვით, რომ კორეელებს, დიზელის ძრავის მართლაც მშვენიერი ალტერნატივა გამოუვიდათ. თუმცაღა, ისიც სათქმელია, რომ ახალი ტრანსმისია თავიდან მხოლოდ ბენზინის ტოპ-ვერსიასთან და სრულ ამძრაობასთან ერთად იქნება ხელმისაწვდომი. დიზელის მოდერნიზებულ ვერსიებში კი (115-დან 186 ცხენის ძალამდე) ისევ ძველი ავტომატიკები რჩება.
სწორი ზედაპირი, პრაქტიკული სათავსოები, საბარგულის კარი საკმაოდ მაღლა ადის

პირველივე ტესტ-დრაივზე ცხადად გამოჩნდა, რომ წინამორბედ ix35-თან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია სავალი ნაწლიც — გაცილებით კომფორტულად დადის და ხმაურიზოლაციაც უკეთესი აქვს. ერთადერთი, რაც შეიძლება ევროპულ ახალ ავტომობილებზე შეჩვეულ მძღოლებს არ მოეწონოთ, ელექტრომექანიკური მოხვევის სისტემის შედარებითი არაპირდაპირობაა, რომელიც თვით სპორტულ რეჟიმშიც კი არ იმსახურებს აპლიდისმენტებს.

გადაცემათა კოლოფის ბერკეტის წინ მოთავსებული ღილაკით ასარჩევი პროგრამები ორ საფეხურს გვთავაზობს, რომელთა მიხედვითაც მოხვევა, აქსელერაცია და გადართვები რეგულირდება. ადაპტირებად სავალ ნაწილს კი ახალი Tucson არ გვთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კრიტერიუმში ”ტიგუანს” ჯერ კიდევ ჩამორჩება.

პარკინგის ელექტრონული მუხრუჭი და მის ქვემოთ რეჟიმების ჩამრთველები

სამაგიეროდ, კორელეებს არ ავიწყდებათ თავიანთი მთავარი პლუსი: კარგი კომპლექტაცია და მისაღები ფასი. თავად განსაჯეთ: საბაზო Auto Bildმოდელს მოყვება 16-დუიმიანი ალუმინის დისკები, დღის LED-განათება და ბლუთუზიანი აუდიო-სისტემა ხმოვანი ბრძანებების ფუნქციით. ტოპ-ვერსია კი გთავაზობთ LED-მაშუქებს და მინათმწმენდის გათბობის ფუნქციასაც კი.

თბილისის ”ჰიუნდაის” ცენტრში ახალი Tucson სექტემბრიდან გამოჩნდება და მისი საწყისი ფასი მხოლოდ 22 000 დოლარი იქნება. ესეც ”ჰიუნდაის” კიდევ ერთი და უმნიშვნელოვანესი არგუმენტი.

დასკვნა
ეს არის ძალიან ჭკვიანურად მოდერნიზებული, ტექნიკურად განახლებული და ძალიან პრაქტიკული ავტომობილი, რომელიც კლასში ერთ-ერთ საუკეთესო კომპლექტაციას გვთავაზობს და მისაღებზე მისაღები ფასი აქვს. ახალ Hyundai Tucson-ს წარმატება გარანტირებული აქვს.
იოახიმ შტაატი
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი