არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელის ფრაზა, რაზეც მთელი მსოფლიო “ღადაობს”

3 სექტემბერს შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გორდონ სტრაჩანმა “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართა.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ სტრაჩანი საკმაოდ საინტერესო და ცოტა არ იყოს სასაცილო (სასიამოვნო) ადამიანი ჩანდა. ჯერ საპრესკონფერენციო დარბაზში ჩამოკიდებული ყველა ფოტოსურათი გულდასმით შეისწავლა და ალექსანდრე ჩივაძე იცნო – ეს ის არ არის, მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი რომ გაგვიტანაო (საბჭოთა კავშირი 2:2 შოტლანდია), შემდეგ კი ჟურნალისტის შეკითხვას ისეთი პასუხი გასცა, უკვე მთელი მსოფლიო “ღადაობს”.

მედიის წარმომადგენელმა ბატონ გორდონს 2007 წელი და საქართველოსთან მარცხი გაახსენა, სტრაჩანმა კი ასე უპასუხა: “მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ვინ იფიქრებდა რომ მე ახლა Iwatch (ჭკვიანი საათი, რომელსაც მობილური ტელეფონის ფუნქციებიც აქვს – ცნობილი კომპანიის Apple-ს პროდუქტი, როგორც Iphone) მექნებოდა. არა და, მე ახლა Iwatch მაქვს”.

დარბაზში ჟურნალისტებს და შოტლანდიის მედია-ოფიცერსაც კი სიცილი აუტყდა. შემდეგ, ეს ვიდეო შოტლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელდა და უკვე მსოფლიო მასშტაბით ათასობით ადამიანი ხალისობს. სავარაუდოდ, ხვალ კიდევ უფრო მეტი ნახავს.

VIDEO | Gordon Strachan was asked by the media if things had changed since Scotland's last visit to Tbilisi in 2007. This was his response…Full media conference: scotfa.co/preGEO#GEOSCO

Posted by Scotland National Team on 2015 წლის 3 სექტემბერი, ხუთშაბათი

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი