არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

მკერდი ფოტოშოპის გარეშე - ბრიტანელი ფოტოგრაფის, სენსიტიური პროექტი

ჩვენ ყველგან ვხედავთ მკერდს: ბილბორდებზე, რეკლამებში, ჟურნალ-გაზეთებში, მაგრამ ისინი, როგორც წესი, შელამაზებულებია.
მკერდი, რასაც მარკეტოლოგები გვთავაზობენ, მხოლოდ გაყიდვის სტიმულაციისათვის გამოიყენება, ისინი არაფერს არ ყვებიან ქალების შესახებ. ჩემთვის კი, ყველაზე საინტერესო, სწორედ ქალებისა და მათი სხეულის ნაწილების ურთიერთობაა” – განაცხადა, 41 წლის ფოტოგრაფმა — ლაურა დოდსვორტმა.

ის, დაინტერესდა, რა დამოკიდებულება აქვთ ქალებს, საკუთარი მკერდის მიმართ და შექმნა ფოტოპროექტი, რომელიც 100 სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, სოციალური სტატუსისა და წარმოშობის ქალს და ამდენსავე, ინტიმურ ისტორიას აერთიანებს.

ლაურას ფოტოპროექტი, სხვა მსგავსი პროექტებისგან, იმითაა განსხვავებული, რომ თითოეულ ფოტოს, რომელზეც კონკრეტული პიროვნება არ იდენტიფიცირდება, თან ახლავს ვრცელი ისტორია, ზეპირი ინტერვიუდან მიღებული. თითოული ისტორია, უკიდურესად სენსიტიური და ემოციურია. ქალები, ლაურას უყვებიან იმას, რაზეც ზოგადად, იშვიათად თუ საუბრობენ. მკერდზე საუბრისას, ჩვენ ვიგებთ ამბებს, მათი პარტნიორების, შვილების, პოლიტიკური რეალობისა და ისტორიული პერიპეტიების შესახებაც კი.

“ერთმა მამრობითი სქესის მეგობარმა, მითხრა, რომ არ უნდა გამეკეთებინა მსგავსი პროექტი, ვინაიდან ამას ნახავდა მაგალითად ჩემი ქმრის საქმიანი პარტნიორი. ესეც რომ არა, უნდა მეფიქრა იმაზე, რას იტყოდნენ ჩემი 7 და 9 წლის ბიჭები, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ ამაზე არ უნდა მეფიქრა. ამაზე ფიქრი, ნიშნავდა კაცების თვალით შემეხედა ქალების ცხოვრების, გარეგნობისა და პრობლემებისთვის, რაც ჩემთვის, როგორც არტისტისა და ფემინისტისათვის, სრულიად მიუღებელია.” – ამბობს ფოტოგრაფი, რომელიც საკუთარი ნამუშევრის, წიგნად გამოცემას გეგმავს.

გთავაზობთ ერთ-ერთი ქალის ისტორიას:

“ჩემი გოგონა, ჰიტლერის მარშამდე, ერთი კვირით ადრე გაჩნდა. ჰიტლერის მსვლელობისას, რძე გამიშრა. ჩვენ, ებრაელები ვართ, ეს, ჩემთვის, შოკისმომგვრელი იყო. საბედნიეროდ, ჩემი გოგონა, ბუნებრივი კვების გარეშეც, კარგად გაიზარდა.

ნაცისტებმა, ჩემი ქმარი წაიყვანეს. ის, ჩემი თხოვნის მიუხედავად, მაინც გადიოდა ხოლმე ღამღამობით, თავშესაფრიდან გარეთ, რომ ჩვენთვის რამე მოეტანა. როცა დაიჭირეს, გამახსენდა მისი უფროსი, ყოფილი ნაცისტი და ჩვენი ოჯახის მეგობარი, რომელთანაც წავედი, რჩევის საკითხავად. მან, მირჩია, რომ წავსულიყავი გესტაპოში, სადაც მეტყოდნენ ჩემი ქმრის ამბავს. მიუხედავად მშობლების წინააღმდეგობისა, მე მას დავუჯერე.

საიდუმლო პოლიციაში, საშუალო ასაკის კაცი დამხვდა, რომელმაც დაახლოებით, ნახევარი საათის საუბრის შემდეგ, მითხრა: “გპირდები, შენს ქმარს, სამ კვირაში გამოვუშვებ, მაგრამ ამისთვის, რაღაც უნდა შემისრულო”. ცხადია, ყველაფერზე თანახმა ვიყავი. მან, მთხოვა მევლო კვირაში სამჯერ მასთან და მელაპარაკა. დავთანხმდი, თუმცა არ მჯეროდა, რომ მხოლოდ ჩემთან ლაპარაკის სანაცვლოდ, ქმრის თავისუფლებას დავიმსახურებდი. სამი კვირის მერე, ჩემი ქმარი, ჩემთან დაბრუნდა, პოლიციელმა კი მითხრა, რომ მასზე, ჩემი საუბარი დამამშვიდებლად მოქმედებდა.

ინგლისში გადავედით, სადაც თავიდან დავიწყეთ ცხოვრება. 52 წლის ვიყავი, როცა მკერდზე სიმსივნემ დაიწყო ზრდა. ერთადერთი, რითიც მაშინ კიბოსგან და სიკვდილისგან თავის დაცვა შეიძლებოდა, მისი მოკვეთა იყო. ოპერაციის წინ, ჩემს ქმარს ვკითხე: იყო თუ არა, მზად, რომ ცოლი, ცალი მკერდით ყოლოდა. პასუხად მკითხა: დავშორდებოდი თუ არა, ცალი ფეხი რომ დაეკარგა.

ალბათ, იმისათვის, რომ 52 წელი ვინმესთან იცხოვრო, ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორც ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი. ჩვენ, მხოლოდ არაჩვეულებრივი სექსუალური ურთიერთობა კი არ გვქონდა, არამედ, ერთმანეთისათვის საუკეთესო მეგობრებიც ვიყავით, მის გარდაცვალებამდე".

იხილეთ რამდენიმე ქალბატონის ფოტო:






















დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი