03.09.2015 16:52
ნუკი კოშკელიშვილი და ბენი კვლავ ერთად არიან: ''სუპერ ბიჭია და სუპერ გოგო ამოირჩია''
ნუკი კოშკელიშვილისა და ბენ ჩეიმის სიყვარულის ამბავი სოციალური ქსელით დაიწყო. მერე კი ქართული ტელეშოუების დახმარებით მათი სიყვარულის ისტორიას ყველა ვადევნებდით თვალს. ბენი საქართველოში ჩამოვიდა და ერთი თვის განმავლობაში ნუკისთან ერთად თითქმის მთელი საქართველო მოიარა, ჩვენი ქვეყანა ძალიან შეუყვარდა.
თუმცა ერთი თვის
მერე ბენი ამერიკაში დაბრუნდა, მაშინ როცა ნუკიმ ფეხი მოიტეხა.
მერე იმაზე ბჭობდნენ, მიატოვა თუ არა ფეხმოტეხილი ნუკი ბენმა.
ამ ყველაფრის შემდეგ ნუკიმ პირად ცხოვრებას ტაბუ დაადო.
''გადაჭარბებულად კი ვლაპარაკობდი ამ თემაზე, მაგრამ ვერ გეტყვი, რომ თვალი მეცა და ამიტომ გადავწყვიტე გაჩუმება. პირადზე რომ არ ვსაუბრობ, ამისთვის რაღაც მიზეზები მაქვს, მაგრამ ამ მიზეზებზეც არ მინდა ყურადღების გამახვილება'', ამბობდა ნუკი ''რეიტინგთან ინტერვიუში.
ბევრმა ჩათვალა, რომ წყვილმა დაშორება გადაწყვიტა. საბედნიეროდ ასე არ მოხდა, ნუკი და ბენი კვლავ ერთადარიან. ნუკიმ ინტაგრამზე ბენთან ერთად გადაღებული ფოტოები ატვირთა.
''რომ უყურებ, გიხარია… ცოტა მკაცრი სახე აქვს, მაგრამ იმდენი ვეწუწუნე, არ მიკვირს'', წერს ნუკი.
''ნუკი, მიხარია, რმ ისევ ამ ბიჭთან ხარ, რაღაც ფოტოებს არ დებდი, ვფიქრობდი, დაშორდი… ახლა რომ ვნახე, ძალიან გამიხარდა. სუპერ ბიჭია და სუპერ გოგო ამოირჩია, ან პირიქით'', ვკითხულობთ ბენის და ნუკის ფოტოების კომენტარებში.