არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

ქართული თეატრის სექს-სიმბოლო ადვოკატზე დაქორწინდა

ლევან ხურციასდა მარიამ კუბლაშვილისსიყვარული უკვე დიდი ხანია საზოგადოებისთვის ცნობილია. თუმცა ამ თემაზე ხმამაღლა საუბრისგან ორივე თავს იკავებდა. ცნობილია, რომ მარიამს პირველი ქორწინებიდან შვილი ჰყავს. ლევანი კი ბევრი ქართველი გოგონას გულთამპყრობელად ითვლებოდა და მას ბევრი მექალთანედ იცნობდა.

ლევანის ცხოვრებაში ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მარიამს შეხვდა.

''გარეგნულ სილამაზეზე არაფერს ვიტყვი, ეს ისედაც ნათელია. მარიამი ყველასგან გამორჩეულია: ნიჭიერია, კეთილშობილია. ვიმეორებ, მე მასში ვიპოვე ჩემი მეორე ნახევარი'' — ამბობს ლევანი გაზეთ ''პრაიმ ტაიმთან'' ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ამავე ინტერვიუდან ცნობილი ხდება, რომ წყვილს ნიშნობა უკვე ჰქონდა და უახლოეს მომავალში ქორწილსაც გეგმავენ, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ არ იციან.

ყველაფერი ჩვენს ურთიერთობაში დაუგეგმავად, გულით და ბუნებრივად მოხდა, — ამბობს ლევან ხურცია.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი