21.08.2015 00:41
უმშვენიერესი მაკა ცინცაძის სილამაზის საიდუმლო
ეკრანზე გამოჩენისთანავე მაყურებელს თავი განსაკუთრებული სილამაზითა და ხიბლით დაამახსოვრა. სანამ მის გვარ-სახელს გაიგებდნენ, ასე კითხულობდნენ, ის ლამაზი გოგონა, გასართობი შოუ რომ მიჰყავს, ვინ არისო. მაკა ცინცაძემ მოკლე დროში იმის დამტკიცება შეძლო, რომ მხოლოდ ლამაზი არ არის. მცირე ხნის წინ კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო, „20-30“-ის წამყვანი გახდა.
— ფრაზა „მოვლილი ქალი“ გარკვეულწილად ფინანსურად უზრუნველყოფილ ქალთან ასო-ცირდება, რადგან კონკრეტული პროცედურები ფინანსებს მოითხოვს. ალბათ, ვიღაც იტყვის, რომ ეს ყველაფერი სახლის პირობებშიც შესაძლებელია, მაგრამ ასე არ არის. ქალებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში სამსახურში ან სახლში არიან და უვლიან ოჯახს, უბრალოდ, დრო არ რჩებათ საკუთარი თავისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ ფინანსებზე.
შესაძლებელია თუ არა მინიმალური დანახარჯებით თავის მოვლა? არ ვიცი. გააჩნია, ვისთვის რას ნიშნავს „კარგად გამოიყურები“. ჩემთვის მოვლილია ქალი, რომელიც საკუთარი თავისთვის დროს ყოველთვის პოულობს. პირადად მე ამ დრომდე არ მიმიმართავს მეზოთერაპიისთვის, ჩემი სახის მოვლა მხოლოდ მკვებავი კრემის წასმით შემოიფარგლება.
პროფესიიდან გამომდინარე, მაკიაჟი საქმის განუყოფელი ნაწილია. შაბათ-კვირის გარდა, ყოველდღიურად მიწევს შეღებვა, დასვენების დღეებში ამის სურვილი არ მაქვს, თან ვცდილობ, კანი დავასვენო. რაც შეეხება იმას, ვინტერესდები თუ არა ე.წ. მაკიაჟის ხელოვნებით, არა, ჯობს, ეს საქმე სხვას მივანდო. მეტიც, სახლში დეკორატიული კოსმეტიკა თითქმის არ მაქვს. ზოგადად, ვცდილობ გამოვიყენო ჰიპოალერგიული და პირველი ხაზის თავის მოვლის საშუალებები, მაგალითად, Shiseido, Chanel, Sisley.
მაკა ამბობს, რომ შეღებილ თმას გამორჩეული მოვლა სჭირდება, თუმცა განსაკუთრებულს არა-ფერს აკეთებს, შამპუნი და ნიღაბი – სულ ესაა. ჰყავს ამოჩემებული სტილისტი, დათო ფუტკარაძე, რომელმაც ყოველთვის იცის, რა სჭირდება.
„ფორმაში ყოფნას ვერ ვახერხებ...“
— 10 კილო მოვიმატე, ყოველი ორშაბათიდან ვიწყებ დიეტას, ოღონდ ეს ორშაბათი ჯერ არ და მდგარა, იმედია, შემდეგ კვირას სწორედ „ის“ ორშაბათი იქნება.
მაკას გარდერობი საკმაოდ მრავალფეროვანია, დიდი
ნაწილი კედებსა და თავისუფალ სამოსს უკავია.
— სამოსს მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის ეტიკეტის სრული დაცვით ვარჩევ. ე.წ. „იღბლიანი სამოსი“ არ მაქვს, რადგან ცრურწმენების არ მჯერა, იღბალს თავად ვქმნით, თუმცა სამოსს გარკვეულწილად თავისი პატარა, თითქმის უმნიშვნელო როლი მაინც აქვს. ექსპერიმენტები ცხოვრებასა და სამოსში – ამაზე უარი არ უნდა ვთქვათ.
ჩანთა – აქსესუარი, საჭირო ნივთი და ყველაფერი ერთად
— ჩემი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, მთავარი მოთხოვნაა, რომ ჩანთა იყოს ტევადი, დასვენების დღეებში კი უპირატესობას მცირე ზომის ჩანთებს ვანიჭებ. სამუშაო დღეებში ჩემს ჩანთაში ნახავთ თითქმის ყველაფერს, რაც შეიძლება, ქალს დასჭირდეს.
სამი გამორჩეული სამოსი საკუთარი გარდერობიდან
— ყოველდღიური – თავისუფალი სტილი, კედი, მაისური, შარვალი.
გამოსასვლელი – კაბა, ფერადი ან შავი, გააჩნია განწყობას და ადგილს.
სამსახურებრივი — კლასიკურს რომ ვეძახით, ის.
ვცდილობ, ეტიკეტი დავიცვა, ღრმა დეკოლტეზე მინი არ ჩავიცვა და ა.შ. ანალოგიურად ვუდგები მაკიაჟსა და ვარცხნილობას, ზომიერება ყველგან და ყველაფერში.