02.09.2015 20:25
რა უნდა იცოდეთ ქალწულობის შესახებ - უცოდინრობა რომ ოჯახური სკანდალის მიზეზი არ გახდეს
რამდენიმე დღის წინ ქალწულობის თემამ სამარცხვინო სკანდალის სახე მიიღო. ერთი გოგონას დეფლორაცია მთელი ქვეყნის სალაპარაკო გახდა.
სამწუხაროდ, ყოველდღიურად ასობით გოგონას ბედს სწორედ საქალწულე აპკი წყვეტს. ისინი შეიძლება ტელევიზიის თემა არ ხდებიან, მაგრამ საზოგადოებრივი აზრისთვის გარკვეულ მსხვერპლზე წასვლა უწევთ.
უსიამოვნებების და ზოგჯერ ოჯახური ტრაგედიების მიზეზი საქალწულე აპკის თაობაზე არასაკმარისი ცოდნაა. სინამდვილეში რა იციან ახალგაზრდებმა მის შესახებ ან რა რჩევა შეუძლია მისცენ მათ უფროსებმა?
რა უნდა იცოდეთ საქალწულე აპკის შესახებ?
საქალწულე აპკი წარმოადგენს გარსს, მემბრანას, რომელიც ნაწილობრივ ან სრულად ფარავს საშოს შესავალს (საშოს კარიბჭეს).
საქალწულე აპკი გოგონას აქვს დაბადებისთანავე (არა ყველას).
დაბადებისას საქალწულე აპკი უფრო სქელია, ვიდრე შემდგომში. გარდატეხის (სქესობრივი მომწიფების პერიოდისთვის აპკი ძალიან თხელდება).
საქალწულე აპკის რგოლი (ხვრელი) ყოველ წელს თითქმის 1 მილიმეტრით ფართოვდება ახალშობილობიდან მოყოლებული.
ქალების ნახევარსაც კი (43%) არ მოსდის სისხლი პირველი სექსის დროს. ან სისხლდენა იმდენად სუსტია, რომ შეუმჩნეველია. ყველა საქალწულე აპკს ერთნაირი ფორმა, ზომა და შესავალი არ აქვს.
‹ დაბრუნება ბლოგში
შემდეგი ჩანაწერი › სამწუხაროდ, ყოველდღიურად ასობით გოგონას ბედს სწორედ საქალწულე აპკი წყვეტს. ისინი შეიძლება ტელევიზიის თემა არ ხდებიან, მაგრამ საზოგადოებრივი აზრისთვის გარკვეულ მსხვერპლზე წასვლა უწევთ.
უსიამოვნებების და ზოგჯერ ოჯახური ტრაგედიების მიზეზი საქალწულე აპკის თაობაზე არასაკმარისი ცოდნაა. სინამდვილეში რა იციან ახალგაზრდებმა მის შესახებ ან რა რჩევა შეუძლია მისცენ მათ უფროსებმა?
რა უნდა იცოდეთ საქალწულე აპკის შესახებ?
საქალწულე აპკი წარმოადგენს გარსს, მემბრანას, რომელიც ნაწილობრივ ან სრულად ფარავს საშოს შესავალს (საშოს კარიბჭეს).
საქალწულე აპკი გოგონას აქვს დაბადებისთანავე (არა ყველას).
დაბადებისას საქალწულე აპკი უფრო სქელია, ვიდრე შემდგომში. გარდატეხის (სქესობრივი მომწიფების პერიოდისთვის აპკი ძალიან თხელდება).
საქალწულე აპკის რგოლი (ხვრელი) ყოველ წელს თითქმის 1 მილიმეტრით ფართოვდება ახალშობილობიდან მოყოლებული.
ქალების ნახევარსაც კი (43%) არ მოსდის სისხლი პირველი სექსის დროს. ან სისხლდენა იმდენად სუსტია, რომ შეუმჩნეველია. ყველა საქალწულე აპკს ერთნაირი ფორმა, ზომა და შესავალი არ აქვს.
საქალწულე აპკები განსხვავებულია ერთმანეთისგან. ქალს შეიძლება დაბადებიდანვე არ ჰქონდეს საქალწულე აპკი. აპკი შეიძლება ბოლომდე ფარავდეს საშოს შესავალს და საშოდან მენსტრუაციული სისხლის გამოსვლის ადგილიც კი არ იყოს დარჩენილი. ამ შემთხვევაში საჭიროა სამედიცინო ჩარევა.