არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

ნანუკა გოგიჩაიშვილი ჭორვილაში ისვენებს

''რუსთავი 2''-ის დილის ეთერის ამინდის პროგნოზის წამყვანმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა ზაფხულის ცხელი დღეების გატარება საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში გადაწყვიტა.
მისი არჩევანი მეგობრებმა მოიწონეს. ფოტოებში ასახული ბუნების სილამაზის ნახვის შემდეგ კომენტარებში წერენ, ''ძალიან ლამაზია, ყოჩაღ ივანიშვილი'' .
ნანუკამ ზაფხულის დასაწყისში ევროპის რამდენიმე ქვეყანა მოინახულა. ამჯერად კი ევროპას და საქართველოს ზღვისპირა ქალაქებს იმერეთი ამჯობინა და ნამზეურის მიღებასაც ჭორვილაში ცდილობს.
Rating
დასვენებამედ კი ნანუკა თბილისში ''ბარსა'' — ''სევილიას'' თამაშს დაესწრო. სტადიონზე გადაღებულმა ნანუკას და მისი დის, ნინი გოგიჩაიშილის ფოტოებმა რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელი აალაპარაკა. უცხოური
პრესის დებით დაინტერესებას, ბევრი კრიტიკით შეხვდა. წერდნენ, რომ არაფერი განსაკუთრებული დების გარეგნობაში არ იყო, ზოგიც ეჭვის ქვეშ აყენებდა დების უცხოური პრესით დაინტერესებას.
ნანუკას და ნინის სოციალურ ქსელში მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ. ერთ-ერთი თათია სამხარაძეა. თათია ''შალვა რამიშვილის შოუში'' ჯურნალისტია. მან ბარსაც გვერდზე ატვირთული დები გოგიჩაიშვილების ფოტო გაიზიარა:
''არც ნანუკას ვიცნობ და არც ნინის, მაგრამ მინდა, ჩემი აზრი გამოვხატო. კომენტარები წავიკითხე და როგორ რაციონალურადაც არ უნდა უდგებოდნენ კომენტარების ავტორების ინტელექტსა და რაობას, ემოციურად მაინც ძალიან რთულია შენ თავზე ასეთი კომენტარების წაკითხვა.
ხოდა უბრალოდ მინდოდა, რომ ამდენი ცუდი კომენტარის მერე, კარგიც წაიკითხონ და ვუთხრა რომ საოცარი ფოტოა და მიხარია რომ ქართველები არიან'', წერს თათია.
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი