არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

ნუ დაქორწინდებით მასზე, ვიდრე არდადეგებს ერთად არ გაატარებთ

ერთმანეთი რა თქმა უნდა ძალიან გიყვართ, მაგრამ ოდესმე უცხო გარემოში ერთად ყოფილხართ? თუ გსურთ ადამიანი კარგად გამოსცადოთ და გაიგოთ მისი ყველაზე ეგოისტური თვისებები — აუცილებლად იმოგზაურეთ ერთად.

1. მოგზაურობა კარგად წარმოაჩენს ადამიანის დადებით თუ უარყოფით თვისებებს

შესაძლოა პირველი ერთობლივი მოგზაურობა სულაც არ მოგეწონოთ. ამ დროს ადამიანი კარგად ავლენს ეგოისტურ თვისებებს, გარდა ამისა ძალიან მგრძნობიარე ხდება, ამიტომ კარგად გაერკვევით რამდენად კომფორტულად გრძნობთ მასთან თავს.

2. თუ მასზე დაქორწინებას აპირებთ, ერთად დისკომფორტშიც კი კომფორტულად უნდა გრძნობდეთ თავს

სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას, აბსოლუტურად სხვა გარემოში ხვდებით, ამიტომ თქვენი პარტნიორი ჩვეულებისამებრ
ვერ
მოიქცევა. ისეთ თვისებებს ავლენს, რომელზეც მიჩვეული არ ხართ. ამით გაიგებთ თუ როგორი იქნება თქვენი ცხოვრება, როცა ტკბილი პერიოდი სრულდება.


3. მოგზაურობისას უკეთ გაიცნობთ ერთმანეთს

მოგზაურობა ორივე პარტნიორს ჩვეულ გარემოს წყვეტს და მათი ყურადრება მხოლოდ ერთმანეთისკენაა მიმართული. თუ დიდი ხანია მგზავრობთ, ამ დროს კი თავს უფრო ბედნიერად გრძნობთ, ვიდრე ჩვეულებრივ, ე.ი. თქვენ ნამდვილად ეწყობით ერთმანეთს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაფიქრება მოგიწევთ, აკეთებთ თუ არა სწორ არჩევანს.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი