არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

სექსისგან თავშეკავება

სექსუალური თავშეკავება (აბსტინენცია) არის მდგომარეობა, როცა ადამიანი ზღუდავს საკუთარ სექსუალურ აქტივობას სრულად ან ნაწილობრივ სამედიცინო, ფსიქოლოგიური, სოციალური ან რელიგიური მიზეზების გამო.

სექსუალური თავშეკავების ყველაზე ხშირი მიზეზებია:

– სამედიცინო პრობლემები (ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა);

– მატერიალური მიზეზები (არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება, რელიგიური შეხედულებები, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მიღების, ან გადაცემის პრევენცია);

– ფსიქო სოციოლოგიური მიზეზები (დეპრესია, პანიკური შიშები, ტესტოსტერონის მაღალი დონე მამაკაცებში);

– კანონთან დაკავშირებული აკრძალვები;

-შემთხვევასთან დაკავშირებული მიზეზები (ციხეში ყოფნა, გეოგრაფიული იზოლაცია);

-ფოკუსირება სხვა ქცევაზე, სუბლიმაცია;

– შესაფერისი პარტნიორის დეფიციტი;

-ფილოსოფიური მიზეზები;

-ფიზიკური და ფსიქოლოგიური მოუმზადებლობა.

დასავლური ხედვა

ისტორიულად, სექსუალური თავისუფლება ევროპაში 19-საუკუნისთვის შემცირდა, ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდში წინა პლანზე წამოიწია სექსუალურმა თავშეკავებამ და მასთან დაკავშირებულმა ფასეულობებმა. ამ პერიოდს ემთხვევა ვიქტორიანული ხანაც (საფუძველი ჩაეყარა დიდ ბრიტანეთში დედოფალი ვიქტორიას დროს), სადაც მნიშვნელოვან ფასეულობას წარმოადგენდა სექსუალური აბსტინენცია(თავშეკავება). ამას მოჰყვა პურიტანიზმი (რელიგიური ფანატიკოსობა). ეს ერა გრძელდებოდა მეოცე საუკუნეშიც. პირველი მსოფლიო ომის შემდგომ სექსუალური თავისუფლება შედარებით გაძლიერდა, თუმცა ქორწინებამდე სექსის აკრძალვა ერთ-ერთ მთავარ ფასეულობად რჩებოდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კი სექსუალური თავშეკავების საკითხმა თითქმის ბოლომდე დაკარგა აქტუალობა და სექსუალური ცხოვრება აღარ ხვდებოდა მორალური აკრძალვების საზღვრებში.

ორალური კონტრაცეპტივების გამოჩენამ და ანტიბიოტიკების ფართო გამოყენებამ, სექსუალური ქცევა უფრო თავისუფალი გახადა, ვინაიდან შემსუბუქდა ორი დიდი საფრთხე: სქესობრივად გადამდები ინფექციები და არასასურველი ორსულობა. 1970 წლისთვის სექსუალური ცხოვრების დაწყება ქორწინებამდე აღარ იყო ტაბუირებული თემა საზოგადოებისთვის და, პირიქით, ამ დროისთვის სექსუალური გამოცდილება ქორწინებამდე (რამოდენიმე პარტნიორთან) ნორმად იქცა. თუმცა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დღემდე შენარჩუნებულია ქორწინებამდე სექსუალური აქტივობის შეზღუდვა, მათ შორის საქართველოშიც.

მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის გამოჩენილი ფემინისტი და შობადობის დაგეგმარების ადვოკატი მარგარეტ სენგერი ამტკიცებდა, რომ ქორწინებამდე სექსისგან თავშეკავება იწვევდა ადამიანში გამძლეობის ამტანობის და სიძლიერის განვითარებას. ის ამტკიცებდა, რომ ქორწინებამდე სექსუალური თავშეკავება საუკეთესოობის ნიშანი იყო. სენგერი თვლიდა, რომ ადამიანის “სასქესო უჯრედები” წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ნაწილს ორგანიზმისას და ყველაფერი (ტვინი, ნერვები, სისხლი) მიმართულია მათი ფუნქციონირებისთვის იმ ენერგიას, რომელიც ხმარდება რეპროდუქციულ სისტემას მიიჩნევდა მაგიურად დიდ ენერგიად და თვლიდა, რომ აბსტინენცია დიდი ძალის მიმცემი იყო ორგანიზმისთვის.

ხანგრძლივი სექსუალური თავშეკავება – შეიძლება გრძელდებოდეს მთელი ცხოვრების განმავლობაშიც. ეს მდგომარეობა ხშირად ასოცირებული რელიგიურ შეხედულებებთან. ასეთი ადამიანები განიხილავენ თავშეკავებას, როგორც საკუთარ თავზე და სურვილებზე კონტროლის საშუალებას. გარკვეული ჯგუფები მიმართავენ სექსუალურ თავშეკავებას, რათა მათი რწმენით მიაღწიონ გარკვეულ ინტელექტუალურ ან სულიერ მდგომარეობას.

ადამიანების ნაწილი ირჩევს ცხოვრებას სექსის გარეშე, თუმცა მიზეზები არ არის არც რელიგიური, არც რაიმე სხვა ფილოსოფიური მოსაზრებები. ეს უბრალოდ მათი ცხოვრების სტილია, ნაწილს ეზიზღება სექსი (ანტისექსუალები), ნაწილს საერთოდ არ აინტერესებს ( ასექსუალები). ასეთი ადამიანები თვლიან, რომ სექსი ცხოვრების ზედმეტი, არასაჭირო ნაწილია. თუმცა მათი ნაწილი აღიარებს სექსს გამრავლების მიზნით, ამყარებს რომანტიულ ურთიერთობებს ან მიმართავს მასტურბაციას.

ისტორიული ხედვა აბსტინენციის მიმართ – არსებობდა მოსაზრებები, რომ აბსტინენცია შესაძლოა სასარგებლო იყოს ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის. ეს შეხედულება ნაწილობრივ გამართლდა. დადგინდა, რომ სპერმასთან ერთად საკმაოდ დიდი რაოდენობით გადის ორგანიზმიდან ლეციტინი და ფოსფორი, რომლებიც თავის ტვინშიც დიდი რაოდენობით მოიპოვება და აუცილებელია მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის. სპერმის შეკავებამ შესაძლოა გამოიწვიოს ამ ნივთიერებების რეაბსორბცია და სისხლის მიმოქცევით მიიტანოს ტვინამდე. აბსტინენციის შესახებ გერმანელი ფილოსოფოსი ფრიდრიხ ნიცშე აღნიშნავდა, რომ “სპერმის რეაბსორბცია სისხლში, ახდენს ძალების სტიმულირებას და ასეთი ადამიანი თავს ძალიან მხნედ და ძლიერად გრძნობს”.

საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არსებობს ჩამოყალიბებული ერთიანი აზრი სექსისგან თავშეკავება რამდენად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, რადგან არსებობს მთელი რიგი სარგებელი, რასაც ადამიანი იღებს მისგან: სექსი აუმჯობესებს ყნოსვით ფუნქციას, ამცირებს გულის დაავადებების რისკს, ებრძვის წონაში მატებას, ამცირებს დეპრესიას (ქალებში), ხსნის ან ამცირებს ტკივილებს, ამცირებს გაციების და გრიპების სიხშირეს, აუმჯობესებს შარდის ბუშტის ფუნქციას, აუმჯობესებს პროსტატის ფუნქციას, კვირაში 5-ჯერ ან მეტჯერ ეაკულაცია, საგრძნობლად ამცირებს პროსტატის კიბოს განვითარების რისკებს მამაკაცებში.

რაც შეეხება სექსუალურ თავშეკავებას თინეიჯერებში, ეს ნაწილობრივ დადებითია, რადგან იმ ადამიანების ზოგადი სოციალური მდგომარეობა, რომლებსაც 18-წლამდე არ ჰქონიათ სექსი, უფრო მაღალია დანარჩენებთან შედარებით. აგრეთვე ეს ერთგვარი დაცვაა სქესობრივად გადამდები ინფექციების და არასასურველი ორსულობისგან. თუმცა მრავალი კვლევის შედეგებით, ამ ასაკში აბსტინენცია იწვევს აგრესიულობას, კრიმინალის და ძალადობის ფაქტების ზრდას.

უმეტესობა კულტურული, ეთიკური, თუ რელიგიურ შეხედულებებით ქორწინებაში მყოფ ადამიანებს შორის სექსი არ მიიჩნევა ამორალურ საქციელად. თუმცა გარკვეული რელიგიები გმობენ ქორწინებამდე სექსს და აბსტინენციას მოიხსენიებენ, როგორც უბიწოებას.

ქრისტიანობაში მნიშვნელოვანია სექსუალური ურთიერთობის შეზღუდვა ქორწინებამდე. ამ რელიგიისთვის არ არის მისაღები არანაირი სექსუალური ურთიერთობა ქორწინების გარეშე.

მართლმადიდებლობა იზიარებს ქრისტიანობის ამ ზოგად ხედვას და მეტიც, თვით დაქორწინებულ წყვილებსაც მართებთ გარკვეულ პერიოდებში აბსტინენცია (ოთხშაბათი, პარასკევი, მარხვების პერიოდში) მოციქული პავლეს სწავლების მიხედვით.

იუდაიზმი –კრძალავს სექსს ქორწინების გარეშე, თუმცა არ ხდება ამ რელიგიაში გაიდეალება უბიწოების, აგრეთვე იკრძალება სექსუალური აქტივობა ქალისთვის მენსტრუაციის დროს.

ისლამი – კრძალავს ქორწინების გარეშე სექსს, აბსტინენცია მოწოდებულია მენსტრუაციის დროს და მარხვის დღეებში (დილიდან საღამომდე).

ინდუიზმი – ინდუსებისთვის აბსტინენცია მისაღებია სხეულის გაძლიერების და სულის გარკვეული მდგომარეობის მიღწევის მიზნით. სპერმა მიიჩნევა წმინდა სითხედ და ის გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ ნაყოფის შექმნის მიზნით.

ბუდიზმი – ბერებისთვის და მონაზვნებისთვის აუცილებელია აბსტინენცია სექსისგან (იაპონური ბუდიზმი გამონაკლისია), აგრეთვე მეორე ჭეშმარიტება (ოთხიდან)ხსნის, რომ წუხილის მიზეზს წარმოადგენს “გაუმაძღრობა”, და მგზნებარე სურვილი, ეს ორივე კი სექსის მახასიათებლებია.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი