30.08.2015 22:42
ვარსკვლავების იდეალური სხეულის მოულოდნელი საიდუმლოებები
გგონიათ, ვარსკვლავების მოხდენილობის საიდუმლო მხოლოდ ვარჯიშები და სწორი კვებაა? არა, მათ სხვა საიდუმლოებებიც აქვთ, რომლებიც ნადმვილი აღმოჩენა გახდება ბევრისთვის.
ჯეი ლოს გრეიპფრუტის ზეთი
ჯეი ლოს გრეიპფრუტის ზეთი
მსახიობი და მომღერალი მშვენივრად გამოიყურება. იდეალური სხეულის შენარჩუნებაში კი გრეიპფრუტის ზეთი ეხმარება. მას კი არ სვამს, არამედ, კანში იზელს და სუნთქავს მადის დასაქვეითებლად. განსაკუთრებით ღამე, როცა შივდება, პრეიპფრუტის არომატი მადას უქვეითებს და ასე აკონტროლებს საკუთარ თავს. ამბობენ, ამ მეთოდით სარგებლობს კარმენ ელექტრაცო.
ტოპ მოდელი აღიარებს, რომ ბავშვთან ერთად ბატუტზე ხტუნავს. მასთან ერთად დარბის, რაც საუკეთესო ვარჯიშია. ხანდახან კი მუსიკას რთავს და შვილთან ერთად ცეკვავს. თუმცა, ლამაზმანს სილამაზის სხვა საიდუმლოც აქვს და ეს რეგულარული სექსია. "რაც უფრო ხშირად გაქვთ სექსი, მით გიუმჯობესდებათ სხეული"
შვილის გაჩენის შემდეგ იდეალური სხეული კორსეტი-კორექტორით დაიბრუნა. კიმის თქმით, კორსეტი ყოველდღე 5 საათი უნდა გეკეთოთ და პარალელურად უნდა ვარჯიშობდეთ. უამრავი ექიმი გამოდის "სპორტული კორსეტის" წინააღმდეგ, მაგრამ კიმს უშველა.