20.08.2015 22:34
კაზინო „აჭარას“ გადასახადების დამალვას ედავებიან...
კაზინო „აჭარა"
კაზინო „აჭარას" გადასახადებისთვის თავის არიდებას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან.
შპს „კაზინო აჭარას" მიმართ მიმდინარეობს გამოძიება 218-ე (გადასახადებისათვის თავის არიდება) და 194-ე (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) მუხლით.
ამჟამად სამორინეში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდება საგამოძიებო მოქმედებები. შემოწმების გამო დღეს დილიდან კაზინო დახურულია.