არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

როგორ უნდა დაიკლოთ წონაში, როცა სპორტისა და დიეტისთვის "ნერვები არ გყოფნით"

აქტიურ დედას თავის მოსავლელად იშვიათად სცალია. მით უმეტეს, თუ საქმე ცხოვრების წესის გარდაქმნას ეხება.

არადა, ლამაზ ფორმაში ყოფნა ყველა ქალი მოთხოვნილებაა. საბედნიეროდ, წონაში კლება მოუცლელი ქალისთვისაც შესაძლებელია. საამისოდ რამდენიმე წესის "დანერგვა" მოგიწევთ.

მეტი იარეთ ფეხით

დღეში 2 კილომეტრი ფეხით უნდა გაიაროთ. გასაგებია, რომ სეირნობისთვის არ გცალიათ, მაგრამ ეს მანძილი შეიძლება სახლში ფუსფუსითაც დაფაროთ. როგორ გაზომოთ, რამდენი მეტრი გაიარეთ სახლში? ნაბიჯმზომები იყიდება და არც ისე ძვირი ღირს. უბრალოდ, დაიმაგრებთ სხეულზე და ყოველ თქვენს გადადგმულ ნაბიჯს დათვლის. თუ ამ შენაძენის გაკეთება არ გიღირთ, მაშინ ზეპირად და თვალის ზომით მოგიწევთ ამ მანძილის გამოთვლა.

ლიფტით ნუ ისარგებლებთ. კიბეზე ასვლა-ჩასვლა საუკეთესო ვარჯიშია ფეხების "დასაყენებლად".

მაქსიმალური მოძრაობა

თუ სამსახურში სულ ზიხართ, წესად გაიხადეთ — ყოველ 40-60 წუთში ერთხელ წამოდგომა და გავლა. 10 წუთის განმავლობაში არ დაჯდეთ — დერეფანში გადით, კიბეზე ადით და ჩამოდით… ეს პატარა გასეირნებები დღეში 250 კალორიას მაინც დაგახარჯინებთ.

ტკბილეული ხორცეულით შეცვალეთ
დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი