26.08.2015 16:54
რა არის "კარმული წლები" და როდის დგება კრიზისი ქორწინებაში?
ჩვენი საიტის მკითხველები ძალზე ხშირად გვწერენ შეკითხვებს პარტნიორულ ურთიერთობაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.
მინდა გითხრათ, რომ რაიმე ერთი სახის და საყოველთაო "რეცეპტი" ამა თუ იმ წყვილის ურთიერთობაში პრობლემების აღსაკვეთად არ არსებობს ბუნებაში და მით უმეტეს, არც ასტროლოგიურად. ყველაფერი დამოკიდებულია მეუღლეების პირად ასტროლოგიურ რუკებზე და მათ ინდივიდუალურ თავსებადობაზე ამ მხრივ. ზოგს პარტნიორი ცხოვრებაში გარკვეულ "სასჯელად" ეძლევა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სწორედ მისი მეშვეობით მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება, დაფიქრდეს შეცდომებზე და იმუშაოს, რათა ჩამოყალიბდეს უკეთეს პიროვნებად.
ადამიანები სხვადასხვაგვარები არიან, ბედიც ყველას განსხვავებული გააჩნია. ვიღაცამ შესაძლოა საყვარელი ადამიანის სახით უდიდესი სტიმული აღმოაჩინოს, სხვამ კი მხოლოდ ტკივილი და დამცირება. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, არც ერთი შეხვედრა არ არის შემთხვევითი ჩვენს ცხოვრებაში. შესაბამისად, ნებისმიერი გადაკვეთა მეორე ადამიანთან მუდმივად იძლევა რაღაც ახლის დაწყების შესაძლებლობას. იქნებ პატიების უნარი გაკლიათ ხასიათში? თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად მოვა პარტნიორი, რომელიც გაიძულებთ ზუსტად ამ თვისების დამუშავებას ხშირად გაუცნობიერებლად. ან იქნებ ზედმეტად ბევრ დროს უთმობთ საკუთარ თავს და კარიერას? მოვა აუცილებლად ისეთი, ვინც დაგაფიქრებთ, რომ ნებისმიერი რამ უნდა გაიყოს ამ ქვეყანაზე და თქვენი პარტნიორი გასწავლით რესურსის განაწილებას.
არავისთვის უცხო არ არის ის ფაქტი, რომ დაოჯახებულ წყვილებს შორის ზოგჯერ დგება ე.წ. კრიზისული პერიოდები, რომლის დროსაც ზოგი ამჯობინებს საერთოდ განქორწინებას. ხოლო ზოგიერთები ცდილობენ მაინც ურთიერთობის გადარჩენას. ჩვენ ვერ მოგცემთ რჩევას, თუ რომელი საქციელია გამართლებული ამ შემთხვევაში, იმიტომ, რომ, როგორც თავში აღვნიშნეთ, ყველაფერი მეუღლეების ინდივიდუალური თავსებადობის ასტროლოგიურ კვლევას ეფუძნება. თუმცა, შეგვიძლია კონკრეტული კრიზისული პერიოდების დინამიკა შემოგთავაზოთ. ზუსტად ამ წლებში ხდება სიყვარულის გადამოწმება და ურთიერთობაში "ახალი ნოტების" აღება.