26.08.2015 16:11
ანა მარგველაშვილის დედის ფოტომ "ინსტაგრამის" მომხმარებლები დააბნია
პრეზიდენტის ქალიშვილმა, ანა მარგველაშვილმა "ინსტაგრამზე" დედის, ტასო ვირსალაძის ფოტო გამოაქვეყნა. ახალგაზრდა, მომხიბლავი ქალბატონის ფოტომ სოციალური ქსელის მომხმარებლები დააბნია. ფოტოზე ისინი მეგობრებს უფრო ჰგვანან, ვიდრე დედა-შვილს. "რატომ არ დაიჯერა არავინ, არ მესმის" — წერს ანა კომენტარებში. გავრცელებული ინფორმაციით, ტასო ვირსალაძე ანა მარგველაშვილის დედა 15 წლის ასაკში გახდა.