არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რამინ ა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით სოფელ ფონიჭალაში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. "ასევე დადგინდა, რომ რამინ ა-მ დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება გაყიდა, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,0031 გრ ჰეროინს შეიცავს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", — ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი