26.08.2015 15:02
აი, რა ემართება ადამიანს მეორე დღიდანვე, როცა სიგარეტს ანებებს თავს
ადვილი არ არის მოწევისთვის თავის დანებება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი მთელი ცხოვრება ეწევა.
მაგრამ ეს უნდა გააკეთოს ყველა სიგარეტზე დამოკიდებულმა ადამიანმა, რადგან მოწევა ნელა და სასტიკად კლავს.
როცა ადამიანი მოწევას ანებებს თავს, მისი ორგანიზმი სულ სხვანაირად იწყებს მუშაობას – ყოველი ორგანო იწყებს აღდგენას და ნორმალურ ფუნქციონირებას.
აი, რა ცვლილებები ხდება ადამიანის ორგანიზმში მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ:
20 წუთის შემდეგ
ბოლო ღერი სიგარეტის მოწევიდან სულ რაღაც 20 წუთის შემდეგ უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, რის შედეგადაც მაღლდება ხელებისა და ფეხების მგრძნობელობა.
8 საათის გასვლის შემდეგ
სისხლში ტოქსინების რაოდენობა იკლებს, ხოლო ჟანგბადის დონე ნორმაში დგება.
2 დღის შემდეგ
სულ რაღაც 48 საათის შემდეგ ორგანიზმიდან მთლიანად გამოდის ნიკოტინი, მაგრამ როგორც კი ეს მოხდება, მაშინვე საშინლად მოგინდება მოწევა. ასევე 2 დღის შემდეგ შენი გემოს რეცეპტორები დაიწყებს ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირებას. უკეთ შეიგრძნობ გემოს და შედეგად, საკვებში ნაკლებ სანელებლებსაც დაუმატებ, მარილის შემცირება კი სარგებლის მოტანის მეტს არაფერს მოგიტანს.
3 დღის შემდეგ
უკვე 72 საათის გასვლის შემდეგ ფილტვებში აღდგება წამწამისებრი ეპითელიუმი, რომელიც სასუნთქ გზებს წმენდს.
7 დღის გასვლის შემდეგ
არტერიული წნევა ჩადგება ნორმაში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინსულტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკი საგრძნობლად შემცირდება.
14 დღის შემდეგ
2 კვირაში შეგიჩერდება ხველა. ის მაშინვე არ გაივლის, რადგან შენს ფილტვებს დრო სჭირდება აღსადგენად და დაგროვილი მავნე ნივთიერებების გამოსადევნად. ასევე მთლიანად აღგიდგება სისხლის მიმოქცევა, რაც გავლენას მოახდენს შენს სქესობრივ ცხოვრებაზე.
3 თვის შემდეგ
სახის კანის ფერი ბევრად ჯანმრთელი გახდება, რადგან სისხლი უკეთ მისწვდება კანის ზედა შრეებს. აქამდე ნიკოტინი ამ პროცესს ზღუდავდა, რის გამოც კანი ფერმკრთალი იყო და ნაოჭებიც ჩნდებოდა, რადგან კოლაგენი არ გამომუშავდებოდა.
1 წლის შემდეგ
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მოწევისგან გამოხატული ყველა აშკარა ნიშნები გაქრება: ალაგდება თამბაქოს კვალი თითებიდან, გაქრება ნადები კბილებზე.
15 წლის შემდეგ
ბევრად იკლებს სხვადასხვა დაავადების გაჩენის რისკი. სიმსივნის წარმოქმნის შანსი იგივე გახდება, რაც არამწეველ ადამიანებში.
‹ დაბრუნება ბლოგში
შემდეგი ჩანაწერი › მაგრამ ეს უნდა გააკეთოს ყველა სიგარეტზე დამოკიდებულმა ადამიანმა, რადგან მოწევა ნელა და სასტიკად კლავს.