არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

ბავშვის გატაცების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული"სითი პარკის" თანამშრომლები გაათავისუფლეს


კომპანია "სითი პარკის" თანამშრომლები პატიმრობიდან გათავისუფლდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" მათმა ადვოკატმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში იყვნენ გადაყვანილი და ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.
"დაკავებულები გათავისუფლდნენ. ისინი გადაყვანილი ყავდათ წინასწარი დაკავების იზოლატორში. ბრალის წარდგენის 48-საათიანი ვადა იწურებოდა და მათთვის ან იმ მუხლით უნდა წარედგინათ ბრალი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობდა ან უნდა გაეთავისუფლებინათ. საბედნიეროდ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაკავებულები გაეთავისუფლებინათ", — განაცხადა ადვოკატმა. მისივე თქმით, პროცედურულად, სავარაუდოდ დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მთლიანად შეწყდება.
"სითი პარკი" ახალ სკანდალში: კომპანიის ვრცელი კომენტარი ბავშვის გატაცების საქმესთან დაკავშირებით
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით, კომპანია "სი-თი პარკის" სამი თანამშრომელი — 1976 წელს დაბადებული ლევან გ, 1992 წელს დაბადებული დიმიტრი ლ. და 1990 წელს დაბადებული თორნიკე კ. თბილისში დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ «112»-ში შევიდა შეტყობინება, რომ "სი-თი პარკის" თანამშრომლებმა ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს პარკირების წესების დარღვევით მდგარი "ტოიოტას" მარკის ავტომანქანა, რომელშიც, სავარაუდოდ, მძინარე არასრულწლოვანი იმყოფებოდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ კომპანიის კერძო ავტოსადგომზე, სადაც გაირკვა, რომ ავტომანქანის სალონში საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, 2004 წელს დაბადებულ ლუკა ს.-ს ეძინა.
სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ლუკა ს. მშობლებს უვნებლად ჩააბარეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობდა.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი