არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

"საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტების რიცხვი რეკორდებს ხსნის"

24 აგვისტო / 2015
"საქართველო სულ უფრო პოპულარულია რუს ტურისტებს შორის", — ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას "ბიბისის" რუსული გამოცემა.
როგორც სტატიაში აღნიშნულია, იმის ფონზე, რომ რუსეთიდან გასვლითი ტურები ეკონომიკური პრობლემებისა და რუბლის დევალვაციის გამო სულ უფრო იკლებს, საქართველოში დასვენების მსურველი რუსი ტურისტების რიცხვი მატულობს. ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წელს საქართველოში ჩამოსული რუსების რიცხვი, რეკორდებს ხსნის. 2015 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოს თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ტურისტი ეწვია, რაც 12%-ით მეტია გასული წლების მონაცემებზე. "ძალიან სასიამოვნო ხალხია. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს საკუთარ ნათესავებთან ჩამოვედით. არავინ გიყურებს ალმაცერად, არავინ გეუბნება — აქ ნუ დგახარ, იქით გადადიო. ჯერჯერობით, საქართველოში არაფერია ისეთი, რაც ჩემს უკმაყოფილებას იწვევს. ყველაფერი ძალიან მომწონს", — ამბობს რუსი ტურისტი მარია ტოკარევა.
სტატიის თანახმად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მერე რუსეთი მეოთხე ადგილს იკავებს საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტების რაოდენობის მხრივ.
რუსეთის ტუროპერატორების აღმასრულებელი დირექტორის მაია ლომიძის განცხადებით, რუბლის მკვეთრი გაუფასურების გამო რუსეთიდან გასვლითი ტურები თითქმის ყველა მიმართულებით შემცირდა. "ყველაზე მეტად ევროპული ქვეყნები დაზარალდა. თუმცა, თავი იჩინა
ახალმა ტენდენციამ — რუსი ტურისტების ნაკადი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს მიაწყდა, საქართველო კი ამ ქვეყნების ლიდერია", — აღნიშნავს მაია ლომიძე. მისივე თქმით, საქართველოში რუსი ტურისტების ჩამოსვლას ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში შემოსასვლელად მათ ვიზა არ სჭირდებათ. გარდა ამისა, სულ უფრო გაიზარდა ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში ასრულებენ რეისებს. "საერთო ჯამში, ბილეთზე ფასები მკვეთრად არ შემცირებულა, მაგრამ 2013 წელთან შედარებით, გაჩნდა შედარებით ხელსაყრელფასიანი ბილეთების შეძენის შესაძლებლობა", — აღნიშნავს "ბიბისითან" საუბრისას მაია ლომიძე.
მისივე განცხადებით, მოსკოვსა და თბილისს შორის არსებული პრობლემების მიუხედვად, რუსეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მედიაში საქართველოს ტურისტული თვალსაზირით თითქმის არ ახსენებენ, თუმცა სოციალურ ქსელებში მომხმარებლები საქართველოს შესახებ მხოლოდ პოზიტიურ შთაბეჭდილებებს უზიარებენ ერთმანეთს."სოციალურ ქსელებში იმ მომხმარებელთა გამოხმაურებები, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ, იმდენად დადებითია, რომ სწრაფი გადამდები ეფექტი აქვს", — აღნიშნავს მაია ლომიძე.

რუსი ტურისტის ევგენი ჩერკასკის თქმით, საქართველოში ჩამოსვლამდე შიშის ფაქტორი არ ჰქონია, რადგან იცოდა, რომ აქ რუსებიდამი კეთილგანწყობილი არიან. რაც შეეხება მინუსებს, რუსი ტურისტი აღნიშნავს, რომ ერთადერთი, რაც საქართველოში არ მოსწონს, ეს ავტომობილების მოძრაობაა. მისი თქმით, მანქანის მძღოლები ქვეითად მოსიარულეებს გზას არ უთმობენ. გარდა ამისა, რუსი ტურისტი აღნიშნავს, რომ მის წინა ვიზიტთან შედარებით, სასტუმროებსა და საკვებ პროდუქტებზე ფასები გაზრდილია.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი