20.08.2015 00:23
ინგლისი ელექტრომანქანების დამტენ გზებს ცდის
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ საკუთარი ავტომობილით მგზავრობა ისე, რომ არასდროს მოგიწიოთ ავტოგასამართ სადგურებთან გაჩერება და მათი ბატარეების დატენვა ან საწვავით ავსება?
ინგლისმა იდეა რეალობად აქცია და გეგმის განხორციელებას შეუდგა. რამდენიმე დღის წინ, მაგისტრალზე ახალი საცდელი-სამოძრაო ხაზი გამოჩნდა წარწერით "ელექტრომანქანების დამტენი ზოლი".
სამოძრაო ზოლის ქვეშ დამონტაჟებული მოწყობილობა ჰიბრიდულ და ელექტრო ავტომობილებს საშუალებას მისცემს შეუჩერებლად განაგრძონ მოგზაურობა, ბატარეების ავტოგასამართ სადგურებზე დატენვის საჭიროების გარეშე.
როდესაც ავტომობილი გაივლის სპეციალურ გზაზე, რომლის ქვეშაც ელექტრომაგნიტური ველის გენერატორი იქნება დამონტაჟებული, ის ავტომატურად დაიმუხტება.
გზების გამოსაცდელი ვერსია 18 თვე გაგრძელდება. იდეის წარმატების შემთხვევაში, ინგლისი "ელექტრო მაგისტრალებს" ქვეყნის მასშტაბით დააგებს, რაც აუცილებლად გაზრდის ეკო-მეგობრულ მანქანებზე მოთხოვნას. შედეგი კი მომხმარებლების კომფორტის გაზრდის გარდა, წარმატებული იქნება გარემოსთვისაც, გამონაბოლქვით დაბინძურების თავიდან აცილების მხრივ.
მომავალი 5 წლის განმავლობაში, ტექნოლოგიის განსავითარებლად ინგლისის პარლამენტი ბიუჯეტიდან 500 მლნ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს.
იდეა მრავალმხრივ განსაკუთრებულია, თუმცა არა ინოვაციური. 2013 წელს სამხრეთ კორეის ქალაქ გამში 12 კმ სიგრძის გზა დააგეს, რომელიც სპეციალიზირებულ ავტობუსებს ანალოგიური ტექნოლოგიით მუხტავდა