არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

რაფაელო მორენოს უსაფრთხო დიეტა ყველასთვის: ვიკლებთ და აღარ ვიმატებთ!

ექიმ-დიეტოლოგმა რაფაელო მორენომ უნიკალური და ორგანიზმისთვის უსაფრთხო დიეტა შეადგინა. რაც მთავარია, წონის დაკლების შემდეგ შედეგს შეინარჩუნებთ და აღარ მოიმატებთ.
საიდუმლოს თავიდანვე გაგიმხელთ: 17 დღის განმავლობაში თქვენი რაციონი რეგულარულად შეიცვლება. დიეტის მისიაა დაიკლოთ წონაში, გაგიუმჯობესდეთ მეტაბოლიზმი, შეინარჩუნოთ წონა და დაიკლოთ 5 კილოზე მეტი.

პირველი ციკლი: გათავისუფლდით ზედმეტი კილოგრამებისგან

პირველი 17 დღის განმავლობაში თქვენი დღის კალორიებმა 1200-ს არ უნდა გადააჭარბოს. მენიუს ძირითადი რაციონია ცილოვანი პროდუქტი (უცხიმო ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები), ხილი და ბოსტნეული, რომლებიც სახამებელს არ შეიცავს (100 გრამი დღეში) და რაც მთავარია, 17 დღის განმავლობაში უნდა ივარჯიშოთ, მსუბუქი ვარჯიშები უნდა გააკეთოთ. სასურველია ჯიმ ბარსენის პროგრამით. სწორედ იგი დაეხმარა ჯენიფერ ენისტონს, კამერონ დიასსა და ანჯელინა ჯოლის იდეალური სხეულის მიღებაში. აგრეთვე, დიეტის დროს აუცილებლად უნდა მიიღოთ "ა", "ცე" და "ე" ვიტამინები.

ციკლი მეორე: მეტაბოლიზმის დაჩქარება

ექიმი მორენო გვირჩევს, 2-2 დღით კალორიულობა ხან გავზარდოთ 1500-მდე, ხან ისევ დავაბრუნოთ 1200-ზე. ამით ორგანიზმი ვერ შეეჩვევა კვების ერთსა და იმავე რეჟიმს. ნუ დაგავიწყდებათ ხილისა და კენკრის ჭამა. აგრეთვე -უჯრედისით მდიდარი საკვების, რაც გააუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას.

მესამე ციკლი: ახალი რაციონი

ამ ეტაპზე რაციონში ჩნდება მარცვლეულისა და ხორბლეულის ფაფები (საუზმესა და სადილზე). დღის კალორიულობა კი 1400-მდე იზრდება. ამით ორგანიზმში აღადგენთ "ბე" ჯგუფის ვიტამინებს. მიიღებთ საჭირო რაოდენობის ცილას, ცხიმსა და ნახშირწყლებს.

მეოთხე ციკლი: გამეორება ცოდნის დედაა

კვირაში ორჯერ შეგიძლიათ მსუბუქი დესერტიც მიირთვათ.

17-დღიანი დიეტის გამეორება მაშინ შეგიძლიათ, როცა მოგესურვებათ. მთავარია ჯანსაღი კვება და დახვეწილი სხეულის ფორმების მიღწევა.

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი