არჩევა
  • ძიება ყველა რეგიონში
  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • ბაკურიანი
  • ბორჯომი
  • გორი
  • ფოთი
  • სამტრედია
  • საგარეჯო
  • მცხეთა
  • ზუგდიდი
  • სენაკი
  • ზესტაფონი
  • თელავი
ფილტრი | არ არის ნაპოვნი - "[სიტყვა]"

რა უნდა იცოდეთ ქალწულობის შესახებ - უცოდინრობა რომ ოჯახური სკანდალის მიზეზი არ გახდეს

რამდენიმე დღის წინ ქალწულობის თემამ სამარცხვინო სკანდალის სახე მიიღო. ერთი გოგონას დეფლორაცია მთელი ქვეყნის სალაპარაკო გახდა. სამწუხაროდ, ყოველდღიურად ასობით გოგონას ბედს სწორედ საქალწულე აპკი წყვეტს. ისინი შეიძლება ტელევიზიის თემა არ ხდებიან, მაგრამ საზოგადოებრივი აზრისთვის გარკვეულ მსხვერპლზე წასვლა უწევთ. უსიამოვნებების და ზოგჯერ ოჯახური ტრაგედიების მიზეზი საქალწულე აპკის თაობაზე არასკმარისი ცოდნაა. სინამდვილეში რა იციან ახალგაზრდებმა მის შესახებ ან რა რჩევა შეუძლია მისცენ მათ უფროსებმა.

რა უნდა იცოდეთ საქალწულე აპკის შესახებ?
საქალწულე აპკი წარმოადგენს გარსს, მემბრანას, რომელიც ნაწილობრივ ან სრულად ფარავს საშოს შესავალს (საშოს კარიბჭეს).
საქალწულე აპკი გოგონას აქვს დაბადებისთანავე (არა ყველას). დაბადებისას საქალწულე აპკი უფრო სქელია, ვიდრე შემდგომში გარდატეხის (სქესობრივი მომწიფების პერიოდისთვის აპკი ძალიან თხელდება).
საქალწულე აპკის რგოლი (ხვრელი) ყოველ წელს თითქმის 1 მილიმეტრით ფართოვდება ახალშობილობიდან მოყოლებული. ქალების ნახევარსაც კი (43 %) არ მოსდის სისხლი პირველი სექსის დროს. ან სისხლდენა იმდენად სუსტია, რომ შეუმჩნეველია. ყველა საქალწულე აპკს ერთანაირი ფორმა, ზომა და შესავალი არ აქვს.
საქალწულე აპკები განსხვავებულია ერთმანეთისგან. ქალს შეიძლება დაბადებიდანვე არ ჰქონდეს საქალწულე აპკი. აპკი შეიძლება ბოლომდე ფარავდეს საშოს შესავალს და საშოდან მენსტრუაციული სისხლის გამოსვლის ადგილიც კი არ იყოს დარჩენილი. ამ შემთხვევაში საჭიროა სამედიცინო ჩარევა.
ძუძუმწოვრებს: ცხენს, შიმპანზეს, სპილოს და სხვა. ასევე გააჩნიათ საქალწულე აპკი. რაც მის ზებუნებრივ წარმომავლობას უარყოფს.
არსებობს ჰიმენოპლასტიკა, რომელიც საქალწულე აპკის აღდგენის ქირურგიულ ოპერაციას წარმოადგენს. არსებობს ხელოვნური საქალწულე აპკის შექმნის პრაქტიკა, რომელიც წარმოადგენს არა აღდგენილ საქალწულე აპკს, არამედ ხელოვნურად შექმნილ საქალწულე აპკის პროთეზს, რომლელიც შესახედაობით ტოვებს ინტაქტური საქალწულე აპკის შესახედაობას, მისი დარღვევა იწვევს წითლად შეღებილი სითხის დინებას.
ტკივილი, რომელიც ასოცირებულია პირველ სექსთან, მცირედ არის დამოკიდებული საქალწულე აპკის დარღვევასთან, ტკივილის დიდი წილი გამოწვეულია არა აპკის დარღვევის გამო, არამედ საშოს კუნთების შეკუმშვის და ლორწოვანი გარსის შეუჩვევლობის, პირველი კოიტუსის გამო.

სწორედ ამიტომ, პირველი სექსის შემდგომ რამოდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში სექსი შეიძლება იყოს მტკივნეული. სისხლი პირველი სექსის დროს ზოგჯერ საქალწულე აპკის დარღვევით არ არის გამოწვეული, არამედ მრავალი ფაქტორია მნიშვნელოვანი: გამოუცდელობა, საშოს ქსოვილების შეუჩვევლობა, ლუბრიკანტის ნაკლებობა, უხეში სექსი და ა.შ. ასე, რომ სისხლი სექსის შემდგომ შესაძლებელია გამოწვეული იყოს საშოს ტრავმით და არა საქალწულე აპკის დარღვევით

დაბრუნება ბლოგში შემდეგი ჩანაწერი